Aa
Aa

ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა - კომენტარები აეროპორტიდან

ყაზახეთში მიღწეული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა.

„ჯვაროსნებს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ათობით გულშემატკივარი დახვდა.

ვლადიმირ ვაისი: „პირველი მატჩი ყოველთვის რთულია, თანაც გასვლაზე. ასტანაში ჯგუფის ორი ფავორიტი თამაშობდა.

ყაზახეთმა ბოლო პერიოდში საგრძნობლად მოუმატა და ბედნიერი ვარ, რომ 3 ქულის აღება შევძელით, ამიერიდან კი ლატვიასთან გასამართი შეხვედრისთვის მოვემზადებით“.

    

საქართველოს ნაკრები 3 ქულით ჯგუფის ერთპიროვნული ლიდერია, რადგან ლატვიამ და ანდორამ ერთმანეთში ნულოვანი ფრე ითამაშეს.

ჩვენი გუნდი მომდევნო შეხვედრას 9 სექტემბერს, „დინამო არენა“-ზე ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. თამაში 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასასწრები ბილეთების ფასი 5; 10; 15 და 25 ლარია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები