19 წლის ქართველის აღიარება ესპანეთში - ქოჩორაშვილი სიმბოლურ გუნდში
Aa
Aa

19 წლის ქართველის აღიარება ესპანეთში - ქოჩორაშვილი სიმბოლურ გუნდში

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი სეგუნდა ბ-ს მესამე ჯგუფის მეორე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა. 

სიმბოლური ნაკრები კატალონიურმა გამოცემა lesportiudecatalunya-მ შეადგინა.

ესპანეთის რანგით მესამე ლიგის, სეგუნდა ბ-ს  მეორე ტურში ''პერალდა'' შინ 0:1 დამარცხდა ''ოლოტთან.'' ''პერალდას'' მაისურით გიორგი ქოჩორაშვილმა 90 წუთი ითამაშა და ორივე გუნდის მხრიდან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 31-ე წუთზე არბიტრმა ქართველს ყვითელი ბარათი უჩვენა.

აღნიშნული შეხვედრა კატალონიაში, სტადიონ ''მონტილივიზე'' გაიმართა, სადაც ''ჟირონას'' პირველი გუნდი საშინაო შეხვედრებს ატარებს.

19 წლის ქოჩორაშვილმა გასულ ზაფხულში ''ჟირონას'' პირველ გუნდში რამდენიმე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. სავარაუდოდ, მიმდინარე სეზონში  ლა ლიგაში მისი დებიუტი შედგება.

გაცნობებთ, რომ ''პერალდა'' ''ჟირონას'' სარეზერვო გუნდია. 

გიორგი ქოჩორაშვილი ''ოლოტთან'' შეხვედრაში

ქოჩორაშვილი 2017 წლის ზაფხულში ''ჟირონას'' ფეხბურთელი გახდა. გასული სეზონი ''ჟირონას'' 19 წლამდე გუნდში გაატარა, მიმდინარე სეზონში კი მეორე გუნდში დააწინაურეს. მიმდინარე სეზონის სეგუნდა ბ-ში 2 მატჩი ჩაატარა, ორივე შეხვედრაში 90 წუთი ითამაშა. როგორც პირველ, ასევე მეორე ტურში ყვითელი ბარათი მიიღო.

ამჟამად საქართველოს 19 წლამდე ნაკრების ყოფილი კაპიტანი ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად ლიეტუვაში იმყოფება.

21-წლამდელების სამზადისი

მსგავსი სიახლეები