რონალდო
Aa
Aa

რონალდო "ვალიადოლიდს" ყიდულობს?

ლეგენდარული ფეხბურთელი, რონალდო ლუის ნაზარიო ესპანური კლუბის, „ვალიადოლიდის“ ყიდვას გეგმავს.

მხარეებს შორის ამჟამად აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და როგორც გამოცემა Cadena SER-ი წერს, „ფენომენს“ კლუბის აქციათა გარკვეული პროცენტის შეძენა სურს, რაშიც მზადაა, რომ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.

„ვალიადოლიდი“ ესპანურ საფეხბურთო ელიტას 4 წლიანი პაუზის შემდეგ წელს დაუბრუნდა და გასულ უქმეებზე „ბარსელონას“ წინააღმდეგ არცთუ ურიგო შთაბეჭდილება დატოვა.

ბრაზილიელი ლეგენდა ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი ჩრდილოეთ ამერიკული კლუბის, "ფორტ ლოდერდალ სტრაიკი"-ს აქციათა 20%-ს ფლობდა, რომელიც 2016 წელს დაიშალა.

შეგახსენებთ იმასაც, რომ „ფენომენს“ რამდენიმე კვირის წინა ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და იბიცას საავადმყოფოშიც მოხვდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები