Aa
Aa

დაბრუნებაც ასეთი უნდა! ქვილითაიამ შეცვლაზე შესვლიდან 1 წუთში გამარჯვების გოლი გაიტანა!

ბელგიის ჩემპიონატის მე-5 ტურში გიორგი ჩაკვეტაძისა და გიორგი ქვილითაიას "გენტმა" საკუთარ კედლებში "ლოკერენს" უმასპინძლა და 2:1 გაიმარჯვა.

ჩაკვეტაძემ შეხვედრა სასტარტოში დაიწყო და ის 86-ე წუთზე ქვილითაიამ შეცვალა, რომლისთვისაც ეს სადებიუტო მატჩი იყო.

24 წლის ქართველ ფორვარდს თავისი პირველი გოლის გასატანად ერთი წუთიც არ დასჭირვებია.  87-ე წუთზე ქვილითაიამ გამარჯვების გოლი გაიტანა და "გენტს" 3 ქულა მოაპოვებინა.

ამ გამარჯვების შემდეგ "გენტი" 10 ქულით მე-6 პოზიციაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია ბელგიურ კლუბს წელს შეუერთდა და ტრავმის შემდეგ მოედანს პირველად დღეს დაუბრუნდა. 

მსგავსი სიახლეები