რუნი:
Aa
Aa

რუნი: "მიმაჩნია რომ იუვენტუსი წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგას მოიგებს"

„მანჩესტერის“ ყოფილმა და აწ უკვე „დისი იუნაიტედის“ ფეხბურთელმა, უეინ რუნიმ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. ინგლისელი შემტევი პორტუგალიელის მომავალს შეეხო და აღნიშნა, რომ რონალდუს იუვეს უსიამოვნო ტრადიციის დარღვევა შეუძლია. რუნი დარწმუნებულია, რომ კრიშტიანუ „ბებერ ქალბატონს“ ჩემპიონთა ლიგის თასს მოაპოვებინებს.

ტურინულ გუნდს ზედიზედ 5 ფინალი აქვს წაგებული. ბებერმა ქალბატონმა ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი ბოლოს 1996 წელს მოიგო. „ბიანკონერიმ“ მაშინ ჰოლანდიურ აიაქსს სძლია.

CNN-თან საუბრისას რუნიმ განაცხადა.

„კრიშტიანუ ტურინში ზუსტად იმას გააკეთებს, რასაც ბოლო 10 წლის განმავლობაში აკეთებდა. დარწმუნებული ვარ რონალდუ იუვეს მაისურით საკმაოდ ბევრ გოლს გაიტანს და კრიშტიანუს ფაქტორის გათვალისწინებით, მიმაჩნია რომ იუვენტუსი წლევანდელ სეზონში ჩემპიონთა ლიგას მოიგებს“.

„რონალდუ შესანიშნავი პიროვნებაა. იგი ბევრს მუშაობს, ოჯახი მუდამ გვერდით ჰყავს და საყვარელ ხალხზე ზრუნავს, რაც მას მისაბაძ მაგალითად აქცევს“.

„კრიშტიანუ თავდაუზოგავად შრომობს და საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსის შენარჩუნებისთვის მაქსიმუმს აკეთებს“.

მსგავსი სიახლეები