რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "ჩვენი მიზანი სამივე ტიტულის მოგებაა"

კრიშტიანუ რონალდუმ მიმდინარე სეზონზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მას „იუვესთან“ ერთად ყველაფრის მოგება სურს.

„იუვენტუსთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა. ჩემს თანაგუნდელებთან ერთად სწორედ ამაზე მოვახდენთ კონცენტრაციას.

ჩვენ წინ ნაბიჯ ნაბიჯ ვივლით და შევხედავთ რა გამოვა. მოხდება ეს ამ სეზონში, შემდეგში, თუ შემდეგში.

ჩვენი მიზანი სამივე ტიტულის მოგებაა. სერია A, იტალიის თასი და რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგა“.

რონალდუმ საუბარი თავის შვილზე, კრიშტიანუ უმცროსზე განაგრძო.

„ის მე მგავს. იგი ჩემი პატარაობის ასლია. უმცროსი კრიშტიანუ ჩემს მარცხს ჩემს მსგავსად ვერ იტანს.

ის ისეთივე იქნება როგორიც მე ვარ. ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ. მინდა, რომ მას რაღაცები ვასწავლო, თუმცა საბოლოოდ არჩევანს ის გააკეთებს და მას ჩემი მხარდაჭერა ყოველთვის ექნება.

რა თქმა უნდა, მე მსურს რომ ის ფეხბურთელი გახდეს, რადგან მას სპორტის ამ სახეობის მიმართ ლტოლვა აქვს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები