Aa
Aa

ულამაზესი იპონი! ზებედა რეხვიაშვილმა მინსკის ღია პირველობაზე ოქროს მედალი მოიპოვა!

მინსკში მიმდინარე ძიუდოს ღია პირველობაზე -81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველმა ზებედა რეხვიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა!

რეხვიაშვილმა ასპარეზობა დამაჯერებლად დაიწყო და ზედიზედ სამი შეხვედრა აუღელვებლად მოიგო.

½-ში კი მისი მეტოქე რუსეთის სახელით მოასპარეზე ირაკლი ბარამია დაამარცხა, რომელიც ჯერ ვაზარზე დააგდო და შემდეგ ხელი მტკივნეულად მოუყოლა, რამაც ბრძოლის ნაადრევად დასრულების საშუალება მისცა.

ფინალში რეხვიაშვილის მეტოქე კანადელი ეტიენ ბრიანი იყო. 1 წუთსა და 3 წამში ქართველმა ძიუდოისტმა მეტოქე ულამაზესი იპონით ძირს დასცა და ოქროს მედალს დაეპატრონა.

ცხელი ამბები