Aa
Aa

"რეალი" ცენტრფორვარდს შეიძენს?

Marca-ს ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ მთავარ მწვრთნელს ხულენ ლოპეტეგის სათადარიგო ფორვარდის შეძენა სურს.

მწვრთნელი მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ ბენზემას იმედად ყოფნას არ გეგმავს და მინიმუმ ერთი ცენტრფორვარდის დამატება სურს.

არსებობს სამი კანდიდატი - „ლაიპციგის“ გერმანელი ლიდერი ტიმო ვერნერი, ვალენსიას ესპანელი ფორვარდი როდრიგო და „რეალიდან“ „ლიონში“ გადასული მარიანო დიასი, რომელიც შესაძლოა კვლავ სამეფო კლუბში ვიხილოთ.

ლოპეტეგი დუმილს არღვევს და ტრანსფერებს ითხოვს. მწვრთნელი არსებულ პრობლემას ხედავს და გუნდის ხელმძღვანელობას მასზე რეაგირებას სთხოვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები