რონალდუს სადებიუტო მატჩს ქვეყნის ანტიტერორისტული დეპარტამენტი გააკონტროლებს
Aa
Aa

რონალდუს სადებიუტო მატჩს ქვეყნის ანტიტერორისტული დეპარტამენტი გააკონტროლებს

იტალიური ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, კრიშტიანუ რონალდუ შაბათს სადებიუტო შეხვედრას ჩაატარებს. "იუვენტუსი" სტუმრად ვერონას "კიევოს" დაუპირისპირდება.

ქვეყნის ანტიტერორისტული დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ვერონაში გასამართ მატჩს განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიას სპეცდანიშნულების რაზმი გააკონტროლებს, რომელსაც ადგილობრივი პოლიციაც დაეხმარება.

აღნიშნული გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ტერორისტულმა ორგანიზაციებმა რონალდუსა და მესის მიმართ რამდენიმე მუქარისშემცველი ვიდეო გაავრცელეს.

იტალიის სერია A-ს 2018-2019 წლების სეზონი შაბათს სწორედ "კიევოსა" და "იუვენტუსის" თამაშით გაიხსნება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები