საქართველოსთვის! -
Aa
Aa

საქართველოსთვის! - "ტორპედო" ალბანური ბარიერის დასაძლევად დაირაზმა!..

საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, ქუთაისის "ტორპედო" ევროპა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრას დღეს ჩაატარებს. 

კახაბერ ჩხეტიანის გუნდი ალბანეთის ქალაქ ელბასანიში "კუკეში"-ს დაუპირისპირდება, რომელსაც პირველი მატჩი 5:2 მოუგო და საკმაოდ სოლიდური უპირატესობა აქვს.

ქუთაისელთა ლეგიონერებს: არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერს ვიზა არ მისცეს, რის გამოც ისინი დღევანდელ თამაშს გამოაკლდებიან. ზოგადად, ალბანეთში "ტორპედოს" არცთუ თბილად დახვდნენ და სტადიონზეც უსაფრთხოების სპეციალურ ზომებს მიიღებენ, რასაც უეფას წარმომადგენლები განაკუთრებული ყურადღებით გააკონტროლებენ.

იმერული კლუბის დამრიგებელი აცხადებს, რომ სავიზო პრობლემების გამო "კუკეში"-ს არავინ ადანაშაულებს, თუმცა შესაბამისმა პირობმა რომ სათანადოდ ვერ იმუშავეს, ფაქტია. ჩხეტიანის თქმით, მის შეგირდებს მოდუნების უფლება არ აქვთ და მაქსიმალური პროფესიონალიზმის გამოვლენა მართებთ, რაც ფეხბურთელებს კარგად ესმით.

მატჩი "ელბასან არენაზე" 21 საათიდან დაიწყება და მას ალენ ბიერის თავოსნობით, შვეიცარიელ მსაჯთა ბრიგადა განსჯის. სამწუხაროდ, არცერთი ქართული ტელევიზია პირდაპირ ტრანსლაციას არ გეგმავს.

აღნიშნულ წყვილში გამარჯვებული, ევროპა ლიგის ბოლო საკვალიფიკაციო ეტაპზე, "ლუდოგორეცი"-სა და "ზრინსკი"-ს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები