ვინსენტ კომპანი:
Aa
Aa

ვინსენტ კომპანი: "ოპერატორები ყველგან იყვნენ"

ვინსენტ კომპანიმ „მანჩესტერ სიტის“ საჩემპიონო სეზონის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის, „ყველაფერი ან არაფერი“-ის პრემიერის დღეს ჟურნალისტებთან საინტერესო თემების შესახებ ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ დოკუმენტური ფილმი “Amazon“-ის დაკვეთითაა გადაღებული და პეპ გუარდიოლას 2017-18 წლების სეზონს მიჰყვება, რომელიც „ქალაქელებმა“ საოცრად ჩაატარეს.

„ოპერატორები ყველგან იყვნენ. მათ ალბათ ჩვენი ყველა სათამაშო სქემა და განლაგება გადაიღეს“.

„ვსაუზმობდით და ისინი ჩვენს გვერდით ისხდნენ, არც შხაპის მიღებისას გვშორდებოდნენ, სიმართლე გითხრათ, ეს ფაქტო ცოტა გვანერვიულებდა, რადგან არასდროს ვიცოდით რას გადაიღებდნენ. ისინი ყველგან იყვნენ“.

„სანამ სეზონი დაიწყებოდა შეხვედრაზე დაგვიბარეს და შეგვატყობინეს, რაც მოხდებოდა. ხანდახან გვავიწყდებოდა, რომ გვიღებდნენ. ისინი გარემოს და გუნდს იმდენად კარგად ერწყმოდნენ, რომ თითქმის კლუბის ნაწილად იქცნენ“.

„სიტიმ“ შარშან პრემიერლიგის 38 შეხვედრიდან 32 მოიგო და ისტორიული შედეგი დააფიქსირა - ჩემპიონობა 100 ქულით მოიპოვა და უშუალო მდევარს 19-ით გაუსწრო. სწორედ ამიტომ კომპანი თვლის, რომ ჟურნალისტებს ნეიბსმიერი სხვა სეზონი რომ შეერჩიათ, ფილმი წარუმატებელი გამოვიდოდა.

„მათ ძალიან გაუმართლათ, ერთი წლის წინ რომ მოსულიყვნენ ფილმში მონაწილეობას მხოლოდ 5 კაცი მიიღებდა.

დოკუმენტურ ფილმში „სიტის“ დაჯილდოებაცაა ასახული, რომელსაც კომპანი სახლიდან უყურებდა...

„იუნაიტედი-ვესტ ბრომვიჩის თამაშის შემდეგ ჩემს სახლში „აღმოჩნდნენ“! ალბათ ასე ჰქონდათ ჩაფიქრებული და ვიღაცას მოქრთამეს კიდეც“.

„თავდაპირველად ფილმის გადაღება ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავდა, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ საოცარი სეზონი ჩავატარეთ, ისტორიულ შედეგს მივაღწიეთ და შვილებისთვის არქივის შენახვა ცუდი იდეა ნამდვილად არ იყო“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები