მესი 2018 წელს ნაკრებში აღარ ითამაშებს?!..
Aa
Aa

მესი 2018 წელს ნაკრებში აღარ ითამაშებს?!..

არგენტინული საფეხბურთო სამყარო მორიგი განსაცდელის წინაშეა. არაერთი ადგილობრივი გამოცემის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლიონელ მესიმ 2018 წელს ნაკრებში თამაშს თავი აარიდა, უფრო შორეული სამომავლო პერსპექტივებიც ჯერჯერობით უცნობია და მთავარიც ესაა...

"ალბისელესტე" 7 და 11 სექტემბერს, შესაბამისად - გუატემალისა და კოლუმბიის ნაკრებებს შეხვდება, ორივე ეს მატჩი ამხანაგური ხასიათისაა, ოქტომბერში კი ბრაზილიის ეროვნულ გუნდთან საუდის არაბეთში გასამართი დაპირისპირებაა. არგენტინელებს ყველა ამ თამაშის ჩატარება თავიანთი ლიდერის გარეშე მოუწევთ.

სავარაუდოდ, მესი ნაკრებს 2019 წლის "კოპა ამერიკისთვის" დაუბრუნდება, რომელიც 6-30 ივნისს ბრაზილიაში უნდა გაიმართოს.

40 წლის ლიონელ სკალონის სახით, არგენტინის ეროვნულ გუნდს ამჟამად დროებითი მწვრთნელი ჰყავს. სკალონი ახლო წარსულში საკმაოდ ცნობილი ფეხბურთელია, რომელსაც "ალბისელესტეში" ასისტენტობას კიდევ ერთი ცნობადი ფიგურა - პაბლო აიმარი უწევს.

მესიმ ახალგაზრდა დუეტის ნაკრებში დანიშვნა მოიწონა. 31 წლის სუპერვარსკვლავი მიიჩნევს, რომ მათ გუნდის სწორი გზით განვითარება შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ 2016 წელს, ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, თუმცა რამდენიმე თვეში გადაწყვეტილება შეცვალა და "ალბისელესტეს" დაუბრუნდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები