გვილიას გოლი შვეიცარიის სუპერლიგაში - ქართველმა ''იანგ ბოიზს'' გაუტანა
Aa
Aa

გვილიას გოლი შვეიცარიის სუპერლიგაში - ქართველმა ''იანგ ბოიზს'' გაუტანა

შვეიცარიის სუპერლიგის მე-4 ტურში ''ლუცერნი'' საკუთარ მოედანზე 2:3 დამარცხდა შვეიცარიის ჩემპიონ ''იანგ ბოიზთან.'' მატჩის საბოლოო ანგარიში 89-ე წუთზე ვაკო გვილიამ დააფიქსირა, ''ლუცერნის'' ქართველმა ნახევარმცველმა თავური დარტყმით მიმდინარე სეზონში პირველი გოლი გაიტანა.

გვილიამ მოედანზე 90 წუთი გაატარა. საწყის ოთხ ტურში ''ლუცერნმა'' 3 ქულა მოიპოვა. 10-გუნდიან ჩემპიონატში ''ლუცერნი'' 3 ქულით მე-9 ადგილზეა.

იხილეთ ვაკო გვილიას გოლი

 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები