ოქრუაშვილმა რუსთან გამარჯვებით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
Aa
Aa

ოქრუაშვილმა რუსთან გამარჯვებით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბუდაპეშტის ძიუდოს გრან-რიზე ადამ ოქრუაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. დამამშვიდებელ წრეში ადამ ოქრუაშვილმა რუსეთის ორი წარმომადგენელი დაამარცხა. ქართველმა სპორტსმენმა თემირლან ბაშაევთან გამარჯვების შემდეგ რუსლან შახაბაზოვს იპონით სძლია და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ოქრუაშვილის გარდა მედალი უშანგი მარგიანმა მოიპოვა, რომელიც 90 კგ წონით კატეგორიაში გამოდის. მარგიანმა ფინალში გასვლა შეძლო, თუმცა გადამწყვეტ ბრძოლაში უნგრელ კრისტიან ტოთისთან ვერაფერი გააწყო და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

შეგახსენებთ, უნგრეთის გრან-პრიზე 11 ქართველი მონაწილეობდა, თუმცა მედალი მხოლოდ სამმა ქართველმა ძიუდოისტმა მოიპოვა. ოქრუაშვილისა და მარგიანის გარდა ამირან პაპინაშვილი ბრინჯაოს მედლით ბრუნდება სამშობლოში.

 

ცხელი ამბები