უნაი ემერი:
Aa
Aa

უნაი ემერი: "ჩვენი მიზანი პრემიერ ლიგის მოგებაა"

„არსენალის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, კლუბის მომავალზე და პრემიერ ლიგის კარსმომდგარ სეზონზე ისაუბრა. ესპანელი სპეციალისტი გუნდში საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფიის შემოტანას და ინგლისის ჩემპიონატის გამარჯვებულის ტიტულის დასაკუთრებას გეგმავს. „მეთოფეები“ ახალ სეზონს კვირას, „სიტისთან“ გასვლითი დაპირისპირებით გახსნიან.

Sky Sports-თან საუბრისას ემერიმ განაცხადა

„ჩვენი სტილი მატჩის წაყვანაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რასაც კომბინაციური თამაში და ხშირი გადაცემებით შეხვედრის კონტროლი უნდა დავურთოთ. თუ სივრცე მოგვეცემა, შეტევაში აგრესიულად გადასვლა გვმართებს“.

„დაცვაში ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანიზებულობა და დაკარგული ბურთების სწრაფად მოპოვებაა, ნებისმიერ შეხვედრაში იქნება მომენტი, როდესაც როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში, სერიოზული მუშაობა მოგვიწევს. ამის თქმა უფრო ადვილია ვიდრე მინდორზე შესრულება მაგრამ შრომის გარეშე არაფერი მოდის. ყველაფერს დრო სჭირდება. ბედნიერი ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებმა სერიოზული პროგრესი განიცადეს“.

„გუნდს ორი რამ სჭირდება: მაღალი დონის მოთამაშეები, რომლებიც ვთვლი რომ გვყავს და შემდეგ ყველაფრის ორგანიზება. ვფიქრობ პროგრესის მიღწევა და გამარჯვებების მოპოვება შეგვიძლია“.

„როდესაც შეტევის წარმოებაზე ვსაუბრობ, მინდა რომ მასზე გოლკიპერმაც იფიქროს, რადგან იერიშს სწორედ იგი იწყებს. რაც შეეხება დაცვას, მსურს რომ ფორვარდები ასე ფიქრობდნენ: „ჩვენ მეკარე უნდა დავიცვათ“! მინდა ამ ორივე ნარატივმა ადგილი გუნდის ყველა მოთამაშის საფეხბურთო აზროვნებაში დაიმკვიდროს“.

„არსენალის თითოეული ფეხბურთელი მათგანი მაღალი დონის მოთამაშეა და კოლექტივის დასახმარებლად საჭირო ყველა მახასიათებელი აქვს“.

„მომავალ სეზონში ჩვენი მიზანი პრემიერ ლიგის მოგებაა, თუმცა მინდა რომ დასახულ მიზანს ღირსეულად მივაღწიოთ და გუნდის თამაშით სიამოვნება მივიღოთ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები