"მართვე” ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზებს
საქართველოს ქალთა ეროვნული ჩემპიონატის გამარჯვებული ქუთაისის „მართვე“ ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩაერთვება.
ქუთაისელები მესამე ჯგუფში პოლონურ „გორნიკთან“, ბელგიურ „ანდერლეხტთან“ და შოტლანდიურ „გლაზგო სიტისთან“ ერთად იასპარეზებენ.
საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს ედინბურგი მასპინძლობს. პირველი ტურის შეხვედრაში ქუთაისის „მართვეს“ მეტოქე „გორნიკი“ იქნება.
ქუთაისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, პაატა დოგრაშვილმა შოტლანდიაში 17 მოთამაშე წაიყვანა.
10 აგვისტოს მართვე „გლაზგო სითის“ დაუპირისპირდება.
13 აგვისტოს კი ქუთაისელები ბელგიურ „ანდერლეხტს“ ეთამაშებიან.