კვეკვესკირის საგოლე პასი - ქართველების დაპირისპირება ყაზახეთში
Aa
Aa

კვეკვესკირის საგოლე პასი - ქართველების დაპირისპირება ყაზახეთში

ყაზახეთის პრემიერლიგის 21-ე ტურში ''ტობოლისა'' და ''ორდაბასის'' შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა. 

პირველ ტაიმში გოლი არ გასულა. 54-ე წუთზე ნიკა კვეკვესკირის საგოლე გადაცემის შემდეგ დარაბაიევმა ''ტობოლი'' დააწინაურა. საგოლე კომბინაციაში მონაწილეობა ჯაბა კანკავამაც მიიღო. 10 წუთში კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ''ორდაბასიმ'' ანგარიში გაათანაბრა.

კვეკვესკირის საგოლე პასი

 

''ტობოლის'' მაისურით ჯაბა კანკავამ და ნიკა კვეკვესკირმა 90 წუთი ითამაშეს.

შეგახსენებთ, კვეკვესკირმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში პირველი შეხვედრა კახა ცხადაძის მთავარი მწვრთნელობისას გიბრალტართან ჩაატარა, შემდეგ კი იმდროისთვის მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიასთან სასტარტოში ითამაშა. გერმანიასთან შეხვედრაში კვეკვესკირმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და მას შემდეგ ეროვნულ გუნდში რეგულარულად ასპარეზობს.

12-გუნდიან ჩემპიონატში ''ტობოლი'' 35 ქულით მესამე ადგილზეა, ''ორდაბასი'' კი 29 ქულით მე-4 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები