''ტორპედომ'' ''ვიკინგური'' გაანადგურა - სლოვაკის ულამაზესი გოლი
Aa
Aa

''ტორპედომ'' ''ვიკინგური'' გაანადგურა - სლოვაკის ულამაზესი გოლი

უეფას ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის ''ტორპედომ'' სტუმრად 4:0 გაანადგურა ''ვიკინგურ გოტა.'' ორი მატჩის ჯამში ქუთაისურმა გუნდმა 7:0 დაამარცხა მეტოქე. ამ გამარჯვებით საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ევროპა ლიგის მესამე ეტაპზე გავიდა.

საპასუხო მატჩში პირველი გოლი სლოვაკი მილოს რაჩნის ანგარიშზეა. 30 წლის ფეხბურთელმა შესანიშნავი ტექნიკური დარტყმით ანგარიში გახსნა. 24-ე წუთზე ''ტორპედოს'' კუთხურს მამუკა კობახიძის თავური დარტყმა მოჰყვა, ანგარიში ორამდე გაიზარდა.

59-ე წუთზე აზაცკიმ ''ვიკინგურს'' ახლო მანძილიდან გაუტანა.

81-ე წუთზე კუხიანიძის წამოწყებული სწრაფი კონტრშეტევა კაპანაძის გოლით დასრულდა.

 

ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე კახა ჩხეტიანის გუნდის მეტოქე ალბანური ''კუკეშია,'' რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე აზერბაიჯანულ ''ყარაბაღთან'' დამარცხდა. ''კუკეშის'' სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი ქართველი ნახევარმცველი ირაკლი ძარიაა.

8 აგვისტოს ''ტორპედო'' საშინაო შეხვედრას გამართავს. საპასუხო მატჩი 15 აგვისტოს ალბანეთში გაიმართება. გამარჯვებული ევროპა ლიგის ფლეი ოფში ითამაშებს.

გამომდინარე იქიდან, რომ ''მარიბორმა'' შინ 2:0 დაამარცხა ''ჩიხურა,'' ევროტურნირს ერთადერთი ქართული კლუბი შემორჩა, ეს კლუბი ქუთაისის ''ტორპედოა.''

ვიკინგური – ქუთაისის ტორპედო  0:4(0:2)

2 აგვისტო, "ტოფტირ არენა", ტოფტირი

ვიკინგური: რასმუსენი, იაკობსენი, გრეგერსენი, ლერვიგი, სტომტსენი, იაკობსენი, ს. ვატნჰამარი (კასცავალი 31), ლოკინი, ვატნჰამარი (ჰანსენი 70), ჯურჯევიჩი, ლავანი, ოლსენი (ნებლასი 70)

მთავარი მწვრთნელი: სიგფრიდურ კლემენტსენი

ტორპედო: კვასხვაძე, ხურცილავა, კობახიძე, აზაცკი, გეგეჭკორი, გიგაური(კუხიანიძე 46), ცინცაძე, ჰლინკა, დოლიძე(ჭიჭინაძე 75) , ქიმაძე, ლაჩნი(კაპანაძე 61)

მთავარი მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გოლი: 0:1 ლაჩნი(11), 0:2 კობახიძე(24), 0:3 აზაცკი(59), კაპანაძე(81)

გაფრთხილება: ლერვიგი (18), ლოკინი(36), გრეგერსენი(56), ს.ვატნჰამარი(67), კუხიანიძე (76), ჯორჯევიჩი (84), ჭიჭინაძე (90+2)

მთავარი მსაჯი: ლ.ევანსი(უელსი)

 

ფოტო: ''ტორპედოს'' პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები