უკრაინელმა მოკრივემ გმირის წოდების მიღებაზე უარი თქვა
Aa
Aa

უკრაინელმა მოკრივემ გმირის წოდების მიღებაზე უარი თქვა

უკრაინელმა მოკრივემ, რომელმაც რუსი მეტოქე მურატ გასიევი დაამარცხა, გმირის წოდების მიღებაზე უარი თქვა.

უსიკისთვის გმირის წოდების მინიჭების საკითხი ქვეყნის პრემიერმინისტრმა გროისმანმა წამოჭრა და მის გამარჯვებას ისტორიული უწოდა. 

დაძაბულ შეხვედრაში უკრაინელმა მოკრივემ რუსი მეტოქე ანგარიშით 120:108, 1195:109, 119:109 დაამარცხა.

პროფესიულ რინგზე ალექსანდრ უსიკმა თხუთმეტივე ბრძოლაში მოიპოვა გამარჯვება. შედეგად კი მძიმე წონაში აბსოლუტური ჩემპიონის ტიტული დამსახურებულად მიიღო.

უკრაინელ ალექსანდრ უსიკამდე ამ წარმატების მიღწევა სამმა ამერიკელმა მოკრივემ ჯერმეინ ტეილორმა, ტერენს კროუფორდმა და ბერნარდ ჰოპკინსმა შეძლეს. 

ცხელი ამბები