რუმენიგე ოზილზე:
Aa
Aa

რუმენიგე ოზილზე: "ეს მისი მრჩეველების მიერ შეთხზული ზღაპარია"

„ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ ჰაინც რუმენიგემ მესუთ იოზილის ბრალდებებზე ისაუბრა და განაცხადა რომ მისი პრობლემები რასიზმთან დაკავშირებული სულაც არაა და ყველაფერზე, რაზეც მესუთის აგენტმა ისაუბრა სიცრუეა.

იოზილის მიერ კარიერის დასრულების შესახებ გაკეთებულ განცხადებას დიდი რეზონანსი მოჰყვა. მესუთი თურქეთის პრეზიდენტთან, ტაიიპ ერდოღანთან შეხვედრის გამო გააკრიტიკეს და ფეხბურთელის თქმით ფედერაცია და პრესა მას განტევების ვაცად იყენებდა.

SPORT BILD-თან საუბრისას რუმენიგემ განაცხადა:

„მას თურქული წარმოშობის გამო ნამდვილად არავინ აკრიტიკებს! ეს მისი მრჩეველების მიერ შეთხზული ზღაპარია და ასეთი ისტორიები ძალიან მაღიზიანებს. რიგითი კონსულტანტები დღითიდღე უფრო და უფრო მეტ ინტერვიუს იძლევიან და არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ. იოზილის საკითხი რაღაც დოზით კარგად შეთხზული ზღაპრის იდეალური გაკვეთილია“.

შეგახსენებთ, რომ სოკუტი „ბაიერნის“ წარმომადგენლებს რამდენჯერმე დაუპირისპირდა და ერთ-ერთ ინტერვიუში ული ჰიონესის მიერ იოზილის წასვლასთან დაკავშირებულ განცხადებებს სულელური უწოდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები