Aa
Aa

"იუვენტუსის" გეგმა პოგბას დასაბრუნებლად

Miror-ის ინფორმაციით, ტურინის "იუვენტუსი" პოლ პოგბას შეძენას გეგმავს და ამისთვის "ბებერ ქალბატონს" გეგმაც აქვს.

"იუვე" რამდენიმე მოთამაშის გაშვებას აპირებს. საუბარია მირალემ პიანიჩზე, გონსალო იგუაინსა და დანიელე რუგანიზე.

ხსენებული მოთამაშეების გაყიდვიდან შემოსული თანხის დახმარებით ტურინელები პოგბას შეძენას შეეცდებიან.

თავად ფრანგი ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდის" დატოვების წინააღმდეგი არ არის და მისი აგენტი მინო რაიოლა მოლაპრაკებებისთვის მზადაა.

აქვე გეტყვით, რომ პაპარაცებმა პოგბა რამდენიმე დღის წინ დიბალას არგენტინის ნაკრების მაისურში გამოწყობილი შენიშნეს. პრესამ ეს ფაქტი ფეხბურთელის მხრიდან ტურინში დაბრუნების მესიჯად ჩათვალა.

ფრანგ ნახევარმცველსა და არგენტინელ ფორვარდს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა აქვთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები