იგუაინი
Aa
Aa

იგუაინი "ჩელსის" უახლოვდება!

Mirror-ის ინფორმაციით, გონსალო იგუაინისთვის "ჩელსი" და "მილანი" ბრძოლას აგრძელებენ.

წყაროს ცნობით, "როსონერი" იგუაინს ანაზღაურების სახით კვირაში 80 ათას ევროს სთავაზობს.

"არისტოკრატებმა" იტალიელებს ამ მხრივ აჯობეს და არგენტინელს კვირაში 120 ათასი ფუნტი შესთავაზეს.

"ჩელსი" მზადაა იგუაინის სანაცვლოდ 90 მილიონი ფუნტი გადაიხადოს და ტრანსფერი დახუროს.

ბრიტანული პრესა ვარაუდობს, რომ 30 წლის იგუაინს "სტემფორდ ბრიჯზე" ლურჯ მაისურში გამოწყობილს მალე ვიხილავთ.

არგენტინელი ფორვარდი "იუვენტუსის" ღირსებას 2016 წლიდან იცავს. მის ანგარიშზე 105 შეხვედრაში 55 გოლი და 12 საგოლე გადაცემაა.

ყველაფერი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები