იოზილმა დუმილი დაარღვია - ''არ ვნანობ, მე არასდროს დავივიწყებ ჩემი ოჯახის სამშობლოს''
Aa
Aa

იოზილმა დუმილი დაარღვია - ''არ ვნანობ, მე არასდროს დავივიწყებ ჩემი ოჯახის სამშობლოს''

გასულ მაისში ინგლისს თურქეთის პრეზიდენტი ტაიპ ერდოღანი ეწვია. მესუთ იოზილი და ილქაი გიუნდოგანი თურქეთის პრეზიდენტს შეხვდნენ. იოზილმა გადაღებული ფოტო instagram-ზე ატვირთა. ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. 

 ''მანჩესტერ სიტის'' ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი იოზილის მსგავსად თურქული წარმოშობისაა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა ''ევერტონის'' ფეხბურთელი ჯენკ ტოსუნი, რომელიც გერმანიაშია დაბადებული და გერმანიის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშობდა. 2013 წლიდან ტოსუნი თურქეთის ეროვნულ გუნდში ასპარეზობს.

გერმანიაში ბევრი ფიქრობს, რომ ერდოღანმა ფოტოები საარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენა, რის გამოც მუნდიალის დაწყებამდე იოზილი და გიუნდოგანი კრიტიკის ქარცეცხლში მოყვნენ. მოთამაშეების ქმედება მედიის წარმომადგენლების გარდა გერმანიის ფეხბურთის მმართველი ორგანოს პრეზიდენტმაც უარყოფითად შეაფასა.

გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი რაინჰარდ გრინდელი იოზილით იმედგაცრუებული იყო.

''გერმანიის ფეხბურთის ასოციაცია გერმანიაში ემიგრირებული ფეხბურთელების წარსულს პატივს სცემს, მაგრამ ერდოღანი ფეხბურთისა და გერმანიის ფეხბურთის ასოციაციის ფასეულობებს პატივს არ სცემს. აქედან გამომდინარე არ არის კარგი, როცა თურქეთის პრეზიდენტი ფეხბურთელებს საპრეზიდენტო კამპანიისთვის იყენებს და მოთამაშეები მას ამის უფლებას აძლევენ'' - აღნიშნა გრინდელმა.

ამასთან დაკავშირებით ცხადია ვითარება გერმანიის ეროვნულ ნაკრებშიც დაიძაბა. მედიის არაერთი წარმომადგენელი თუ ქომაგი ფიქრობს, რომ აღნიშნულმა გარემოებამ ფეხბურთელებსა და მთლიანად გუნდზე იმოქმედა და შედეგად იოახიმ ლიოვის გუნდმა ჯგუფური ეტაპი ბოლო ადგილზე დაასრულა.

მესუთ იოზილმა დუმილი დაარღვია და თურქეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე ისაუბრა. მისი საუბრიდან ნათლად ჩანს, რომ ედროღანთან შეხვედრას არ ნანობს.

''ბოლო პერიოდში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით მსურს ჩემი ფიქრები და გრძნობები გაგიზიაროთ.

მე გავიზარდე გერმანიაში, ჩემი ოჯახის ფესვები კი თურქეთშია. ბავშვობაში დედა ყოველთვის მასწავლიდა, რომ არასდროს დამევიწყებინა ჩემი წარმომავლობა.

მიმდინარე წლის მაისში ლონდონში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო მოვლენაზე თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანს შევხვდი. მას პირველად ბერლინში 2010 წელს შევხვდი, როცა თურქეთის პრეზიდენტმა ანგელა მერკერთან ერთად გერმანიისა და თურქეთის მატჩს თვალი ადევნა.

ერდოღანთან გადაღებულ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა გერმანულ მედიაში. ფოტო გადავიღე პოლიტიკური მიზნების გარეშე.

როგორც ვთქვი დედა არასდროს მრთავდა ნებას დამევიწყებინა ჩემი წარსული, მემკვიდრეობა და ოჯახური ტრადიციები.

ჩემთვის ერდოღანთან გადაღებული ფოტო პოლიტიკას ან არჩევნებს არ უკავშირდებოდა. ეს იყო პატივისცემა ჩემი ოჯახის სამშობლოს პირველი პირის მიმართ. ჩემი საქმე ფეხბურთის თამაშია და არა პოლიტიკა.

ედროღანი ახალგაზრდულ ასაკში ფეხბურთელი იყო. მასთან საუბარი ფეხბურთს შეეხებოდა.

გერმანულმა მედიამ განსხვავებული სურათი შექმნა. სიმართლე არის ის, რომ თუ არ შევხვდებოდი პრეზიდენტს, ეს იქნებოდა უპატივცემულობა ჩემი წინაპრების მიმართ. ჩემი წინაპრებით ყოველთვის ვამაყობდი. დღესაც ასეა.''

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები