რამდენად რეალურია შენგელიას NBA-ში დაბრუნება?
Aa
Aa

რამდენად რეალურია შენგელიას NBA-ში დაბრუნება? "ფინიქსი" ქართველით ინტერესდება!

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური "ბასკონიას" ლიდერის თორნიკე შენგელიასთვის კარიერაში უმნიშვნელოვანესი მომენტი დგას.

თოკოს ევროპაში გასული სეზონი უბრალოდ ბრწყინვალე ჰქონდა და ევროლიგამ წლის საუკეთესო ხუთეულშიც დაასახელა.

მისით ევროგრანდი მოსკოვის "ცსკა" ინტერესდებოდა, თუმცა საბოლოოდ მოლაპარაკებები არ შედგა.

ამჯერად ინტერესი NBA-დან არის! "ფინიქს სანსი" რომლის თავკაცი ჩვენი ნაკრების ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი გახლავთ შენგელიას დამატებას გეგმავს.

თუ "ფინიქსი" შენგელიას კონტრაქტის გამოსყიდვას შეეცდება, ახალი წესების თანახმად 725 ათას დოლარზე მეტის გადახდის უფლება არ აქვთ. თოკოს კონტრაქტი კი 1 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

აქედან გამომდინარე, თუ საქმე სერიოზულად წარიმართა შენგელიას 275 ათასის გადახდა საკუთარი ჯიბიდან მოუწევს.

ესპანური Mundo კი ამტკიცებს, რომ "ბასკონიას" შენგელიას მიმართ ინტერესი არ ადარდებს და თავიანთი კაპიტნისთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას გეგმავენ.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ქართველ კალათბურთელს ესპანურ კლუბთან ამჟამინდელი კონტრაქტის ვადა 2020 წელს ეწურება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები