Mundo: ნეიმარი ხელშეუხებელი აღარ არის -
Aa
Aa

Mundo: ნეიმარი ხელშეუხებელი აღარ არის - "რეალის" შანსები იზრდება

2018 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარამ შესაძლოა 2017 წლის მოვლენები დაჩრდილოს.

დღეს Mundo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „პსჟ“ ნეიმარს ხელშეუხებლად აღარ მიიჩნევს და მის ტრანსფერზე წინადადებების მიღებას არ გამორიცხავს.

ხელშეუხებლობით კვლავ ისარგებლებს კილიან მბაპე და ის გუნდში ერთადერთი იქნება, ვისაც ასეთი სტატუსი ექნება.

"სამეფო კლუბმა" კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელი უნდა შეიძინოს და ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს.

მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა, რომ გუნდში ახალი ვარსკვლავები მოვლენ და ახალი ერა დაიწყება.

„ზუსტად ვიცით ქომაგები ჩვენგან რას ელიან, ჩვენ მადრიდის რეალი ვართ და მუდამ მეტი გვსურს.  ბლანკოსი შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გამარჯვებული მენტალიტეტის მქონე გუნდია. კლუბში საოცარი მოთამაშეები გვყავს, თუმცა მის გაძლიერებას წარმოუდგენელი და დაუჯერებელი ტრანსფერებით ვგეგმავთ".

„ბლანკოსის“ სამიზნეები ნეიმარი, მბაპე, აზარი და კეინი იყვნენ, თუმცა როგორც ვიცით მბაპე გამოირიცხა, კეინს „ტოტენჰემი“ ძალიან ძვირად აფასებს.

დარჩნენ ნეიმარი და აზარი. „რეალისთვის“ პრიორიტეტული ბრაზილიელის შეძენაა.

ასეთ შემთხვევაში ედენ აზარის ხელში ჩაგდების შანსი „ბარსელონას“ გაეზრდება, თუმცა უნდა ითქვას, რომ „ჩელსის“ მისი დატოვება გაცილებით გაუმარტივდება თუ ფეხბურთელის მსურველთა შორის „რეალი“ აღარ იქნება.

ესპანური პრესის ვარაუდით ნეიმარში „რეალი“ იმაზე მეტს გადაიხდის ვიდრე „პსჟ“-მ „ბარსელონას“ გადაუხადა. საუბარია 250-260 მილიონ ევროზე.

არის მეორე ვარიანტიც - მადრიდელები გარიგებაში რომელიმე თავის მოთამაშეს ჩართავენ და პარიზელთათვის შედარებით ნაკლების გადახდა მოუწევთ.

ვნახოთ გამართლდება თუ არა ფლორენტინო პერესის სიტყვები და შეიძენს თუ არა „რეალი“ მორიგ სუპერვარსკვლავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები