Aa
Aa

საუკეთესო მატჩი! 10 კაციან გერმანიას კროოსმა 95-ე წუთზე ულამაზესი ჯარიმით მოაგებინა!

F ჯგუფში ნამდვილი თრილერი შედგა! 10 კაცით დარჩენილმა გერმანიამ შვედეთს 95-ე წუთზე ტონი კროოსის ჯარიმით მოუგო.

მატჩი ძალიან საინტერესო და მაღალი დონის გამოდგა. შვედებმა იდეალურად დაიწყეს და დაწინაურდნენ კიდეც. ოლა ტოივონენმა კლასი გვიჩვენა და რთული სიტუაციიდან ნოიერს შანსი არ დაუტოვა.

გერმანელებმა შეხვედრაში გარდატეხა მეორე ნახევარში შეიტანეს.

იოაჰიმ ლიოვის ცვლილებებმა შედეგი გამოიღო და მარკო როისმა ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ამის შემდეგ შვედები დაცვაში კიდევ უფრო გამაგრდნენ.

მატჩის მიწურულს ბოატენგმა მიუტევებელი შეცდომა დაუშვა, მეორე გაფრთხილება მიიღო და გერმანია მოედანზე 10 კაცით დატოვა.

მიუხედავად ყველაფრისა "ბუდესგუნდმა" რკინის მენტალიტეტი გამოავლინა და 95-ე წუთზე სასწაული მოახდინა.

მთელი მატჩის განმავლობაში არადამაჯერებლად მოასპარეზე ტონი კროოსმა გერმანია გადაარჩინა.

ვერნერის მოპოვებული ჯარიმის შესასრულებლად ბურთთან კროოსი და როისი მივიდნენ. როისმა ტონის ყურში რაღაც ჩასჩურჩულა...

კროოსმა ბურთი გააგორა, როისმა გაუჩერა და ბუუმ! ბურთი ცხრიანში გაეხვა! გერმანიამ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაიბრუნა.

ბოლო ტურში გერმანია უმოტივაციო სამხრეთ კორეას შეხვდება, ხოლო მექსიკა შვედეთს. წინ ძალიან საინტერესო შეხვედრები გველის. ჯერჯერობით ჯგუფში არაფერი გადაწყვეტილა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები