Aa
Aa

"მას ოქროს ბურთის მოგება სურს" - ბეილის აგენტმა "რეალს" ულტიმატუმი წაუყენა

გარეთ ბეილის აგენტმა მადრიდის „რეალს“ ულტიმატუმი წაუყენა. თუ, უელსელს სათამაშო დრო არ გაეზრდება ის გუნდს დატოვებს.

ბეილის აგენტი ჯონათან ბარნეტი Sky Sports-ს ესაუბრა და აღნიშნა, რომ მის კლიენტს ოქროს ბურთის მოგება სურს და „რეალში“ მას საამისო პირობები არ აქვს.

„ჩვენ „რეალთან“ მოლაპარაკებები გვაქვს და ვნახოთ როგორ წარიმართება ის.

მისთვის მნიშვნელოვანია, რომ გასულ სეზონზე უკეთესი წელი ჰქონდეს და გაცილებით მეტი ითამაშოს.

ვფიქრობ, დღეს ბეილი პლანეტის 3-4 საუკეთესო მოთამაშეს შორის შედის და მისთვის ფული მთავარი არ არის. მას მეტი სათამაშო დრო სურს.

ბეილს ოქროს ბურთის მოგება სურს და მიმაჩნია, რომ მას ეს შეუძლია. ჩემი აზრით, საზღვარგარეთ მყოფ ბრიტანელ მოთამაშეებს შორის ბეილი ყველა დროის საუკეთესოა.

ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი დიდებული იყო და მან ბეილის მიმართ ინტერესი გაზარდა.

ჩვენ ვიცით, რომ ის კარგი მოთამაშეა და ამისთვის გარეთს არაფრის დამტკიცება არ სჭირდება. ისე კი მისი მაკრატელა დიდებული იყო. მან, ეს მნიშვნელოვან მომენტში გააკეთა.

ის ესპანეთში ცხოვრებით ბედნიერია. 3 შვილი ჰყავს და აქ ყოფნით ძალიან ბედნიერია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ მან ითამაშოს.

რაც შეეხება „არსენალის“ ინტერესს, მე ბეილს „მეთოფეთა“ რიგებში სიამოვნებით ვიხილავდი, მაგრამ ჩემი მთვარეზე გამგზავრების შანსი უფრო დიდია“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები