Aa
Aa

საზარელი ინციდენტი მოსკოვში! ტაქსის მძღოლმა 7 ადამიანი გაიტანა, მათ შორის 2 მექსიკელი ქომაგი

შაბათს მოსკოვში საზარელი ინციდენტი დაფიქსირდა.

Sport-express-ის ინფორმაციით, მოსკოვის ერთ-ერთ უბანში ტაქსის მძღოლი ტროტუარზე შეიჭრა და 7 ადამიანი გაიტანა.

პოლიციის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ არავინ გარდაცვლილა, თუმცა დაშავებულები მოტეხილობებითა და დაზიანებებით საავადმყოფოში იმყოფებიან.

აღსანიშნავია, რომ ხსენებულ 7 ადამიანში მექსიკის ნაკრების 2 გულშემატკივარიც იმყოფებოდა.

მძღოლი ქომაგებმა მანქანიდან გადმოათრიეს და სასტიკად გაუსწორდნენ, მან გაქცევა მოასწრო, თუმცა რამდენად შორს ეს უცნობია.

ამ ორ ადამიანს ძალიან არ გაუმართლა. მექსიკიდან რუსეთში გადაფრინდე და შემდეგ მანქანამ ტროტუარზე გადაგიაროს...

თვითმხილველებს ეგონათ, რომ მძღოლმა ეს განზრახ გააკეთა, თუმცა დაკითხვის შემდეგ დადგინდა, რომ მას საჭესთან ჩაძინებია.

მექსიკელებს რუსეთში ძალიან არ უმართლებთ. წყაროს ცნობით, სანქტ-პეტერბურგში მექსიკის ნაკრების ქალ ქომაგს ტაქსის მძღოლმა 45 რუბლის ნაცვლად 7000 რუბლის გადახდა მოსთხოვა და მანქანიდან მანამ არ გაუშვა, სანამ ქალბატონმა მას ფული არ მისცა.

საბოლოოდ, 6000 ათასი რუბლის ოდენობის თანხის მიღების შემდეგ მძღოლმა მას მანქანის დატოვების უფლება მისცა.

ხსენებული ტაქსის მძღოლი ამჟამად პოლიციის მიერ იძებნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები