მუნდიალი 2018: სალაჰი რუსეთის წინააღმდეგ ითამაშებს
Aa
Aa

მუნდიალი 2018: სალაჰი რუსეთის წინააღმდეგ ითამაშებს

ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციის ცნობით მოჰამედ სალაჰი რუსეთთან თამაშისთვის მზადაა.  25 წლის შემტევს მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ურუგვაისთან მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა მას შეეძლო სრული დატვირთვით ეთამაშა.

''სალაჰი სრულიად ჯანმრთელია, მას ურუგვაის წინააღმდეგ თამაში შეეძლო, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა არ გარისკა'' - იუწყება ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაცია.

სალაჰთან დაკაშირებით ეგვიპტის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ექტორ რაულ კუპერმა ისაუბრა: ''ჩვენი გუნდისთვის მო სალაჰი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რასაც არავინ უარყოფს, მაგრამ საჭიროა ძლიერი გუნდი და ჩვენ გყვავს კარგი გუნდი. თუ სალაჰი ურუგვაის წინააღმდეგ იასპარეზებდა, შესაძლოა განსხვავებული შედეგი მიგვეღო, თუმცა ეს ხომ არავინ იცის.

რა თქმა უნდა სალაჰი წარსულში დიდ დახმარებას გვიწევდა და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ გსურდა რისკი თავიდან აგვეცილებინა და ვფიქრობ მო შემდეგ შეხვედრაში ითამაშებს.''

შეგახსენებთ, ''ლივერპულის'' ლიდერმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, 26 მაისს მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია.

1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ ეგვიპტის ნაკრები პირველად მოხვდა ფეხბურთის ყველაზე დიდ ფორუმზე, თუმცა ''ფარაონები'' პირველ ტურში ურუგვაისთან დამარცხდნენ.

შეგახსენებთ, ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში ურუგვაიმ 1:0 დაამარცხა ეგვიპტე. ამავე ჯგუფში ტურნირის მასპინძელმა რუსეთმა 5:0 გაანადგურა საუდის არაბეთი.

A ჯგუფი

მეორე ტური

20 ივნისი, 19:00

ურუგვაი - საუდის არაბეთი

19 ივნისი, 22:00

რუსეთი - ეგვიპტე

 

მესამე ტური

25 ივნისი, 18:00

საუდის არაბეთი - ეგვიპტე

 

25 ივნისი, 18:00

ურუგვაი - რუსეთი

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები