ანა მაქაცარია იუნიორთა
Aa
Aa

ანა მაქაცარია იუნიორთა "როლან გაროსს" 1/4 ფინალიდან გამოეთიშა

17 წლის ანა მაქაცარია "როლან გაროსის" იონიორთა გათამაშების წყვილთა თანრიგს 1/4 ფინალიდან გამოეთიშა.

ქართველისა და ამერიკელი ალექსა ნოელის დუეტი, პირველ ნომრად განთესილ მოლინაროსა და ტაუსონის წყვილს დაუპირისპირდა და 2 სეტში, 3:6; 3:6 წააგო.

ტურნირის მთავარ ფავორიტებად შერაცხულ ლუქსემბურგულ-დანიური წყვილის უპირატესობა აშკარა იყო და ისინი შეხვედრის მიმდინარეობას სრულად აკონტროლებდნენ, რამეთუ მაქაცარიასა და ნოელის დუეტს ანგარიშში წინ გასვლის საშუალება არ მისცემია.

შეგახსენებთ, რომ ანა მაქაცარიამ იუნიორთა "როლან გაროსის" ერთეულთა თანრიგშიც ითამაშა და გათამაშების პირველ წრეში, ამერიკელ ლეა მასთან დამარცხდა. რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველს, მარიამ დალაქიშვილს, მან მე-2 წრეში გასვლა შეძლო და იქ მე-13 ნომრად განთესილ კლარა ბურელთან 3 სეტში წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები