მარსელი VS ატლეტიკო - პრესკონფერენციები და სხვა ამბები

სიახლე 16.05.2018
A+ A- 00:14

ევროპა ლიგის 2017-2018 წლების სეზონის გადამწყვეტი შეხვედრა ლიონში, „სტად ოლიმპიკ ლიონზე“ ჩატარდება, სადაც ფრანგული „მარსელი“ ესპანურ „ატლეტიკოს“ დაუპირისპირდება.

მარსელელებმა ამ ტურნირის ფინალური მატჩი 2-ჯერ, 1998-1999 და 2003-2004 წლების სეზონებში წააგეს, პირველ შემთხვევაში „პარმასთან“, შემდეგ კი - „ვალენსიასთან“. უკანასკნელ წლებში 2-ჯერ მოიგო ევროპა ლიგა „ატლეტიკომ“, რომელმაც 2009-2010 წლების სეზონის სატიტულო მატჩში ინგლისური „ფულემი“ დაამარცხა, ხოლო 2011-2012 წლების სეზონისაში - „ბილბაო“. გუნდს პირველი ტიტული კიკე სანჩეს ფლორესმა მოაგებინა, მეორე კი - დიეგო სიმეონემ.

საინტერესოა, რომ „ათლეტები“ ლიონში ევროპული საკლუბო ტურნირის მეორე ფინალს ითამაშებენ. ისინი 1986 წელს, თასების მფლობელთა თასის ფინალში, კივის „დინამოსთან“ სწორედ ამ ქალაქში დამარცხდნენ.


 

მატჩის წინ ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა და მოახლოებული შეხვედრა შეაფასა.

რუდი გარსია (მარსელი): „ჩვენ ტაქტიკური კუთხით ლავირების საშუალება გვაქვს. შეგვიძლია 3 კაციანი დაცვა დავაყენოთ ან 2 ცენტრალური მცველით ვითამაშოთ. უკვე გადაწყვეტილი მაქვს როგორ გამოვალთ მოედანზე, თუმცა თქვენ ყველაფრის გამოსარკვევად მოცდა მოგიწევთ.

ბუნა სარი ბოლო 2 დღეა ვარჯიშობს, მის გარდა საწვრთნელ პროცესს მიტროღლუ, როლანდო და პაიეც დაუბრუნდნენ.

25 წლის წინ „მარსელი“ პირველი ფრანგული კლუბი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა თასი მოიგო. ახლა კიდევ ერთი შანსია, რომ მან ევროპა ლიგაზე იმარჯვოს და ამ კუთხითაც თავისი ქვეყნის პირველი წარმომადგენელი გახდეს.

შესაძლოა, მათთან ერთმატჩიანი დაპირისპირება ჩვენთვის საუკეთესო ვარიანტი იყოს, რადგან ეს ფეხბურთია და ერთ კონკრეტულ თამაშში ყველაფერი შესაძლებელია. „ატლეტიკო“ სოლიდური გუნდია, ესპანეთის მასშტაბით საუკეთესო დაცვის ხაზი და სახიფათო შეტევა ჰყავთ. თუკი მათთან რამე საერთო გვაქვს, ეს მებრძოლი ხასიათია. მადრიდელებს კოლოსალური გამოცდილება აქვთ და ჩვენ ამ გუნდს დიდ პატივს ვცემთ“.

დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): “ევროპა ლიგა ევროპა ლიგაა, ჩემპიონთა ლიგა - ჩემპიონთა ლიგა, ტიტულის მოგება კი - ტიტულის მოგება. როცა 2012 წელს ეს ტურნირი მოვიგეთ, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანი წინსვლა იყო, რადგან ამ ყველაფერმა თავდაჯერება მოგვიტანა და გუნდურად გაგვზარდა. ეს მნიშვნელოვანი იყო.

კოკე თავისი შრომისმოყვარეობით „ატლეტიკოსთვისაც“ და ესპანეთის ნაკრებისთვისაც საკვანძო ფეხბურთელად იქცა. ჩვენ ვიცით მისი ნიჭიერება და ის თუ როგორი საფეხბურთო ინტელექტი აქვს. თამაშის წაკითხვა ძალიან კარგად შეუძლია და ამ მხრივ ერთ-ერთი საუკეთესოა, ეს კი ჩვენთვის მნიშვნელოვანია.

„მარსელი“ სახიფათო მეტოქეა, განსაკუთრებით მის შეტევას გამოვარჩევდი. ისინი დინამიურ ფეხბურთს თამაშობენ და მოედნის ცენტრში ჰყავთ ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებიც კარგად მოძრაობენ. პაიე დიდი ფეხბურთელია, მას სწრაფი ფეხები აქვს, რასაც სხარტი აზროვნებაც ემატება.

ეს საფეხბურთო მატჩია, მის მოსაგებად კი კარგად უნდა ითამაშო, ჩვენ საკუთარი თამაშის ჩვენება გვჭირდება. აუცილებელია გავიაზროთ მოედანზე რა უნდა გავიღოთ, ერთი რამ კი ვიცით, რომ ეს შეხვედრა უნდა მოვიგოთ.

დაძაბული თამაში იქნება, ჩვენ ბევრ ასპექტში თანაბარი გუნდები ვართ. ორივეს საკუთარი ძლიერი მხარეები გვაქვს, ამიტომაც რთული მატჩი იქნება.

გამოცდილებაა ის, რაც შეიძლება დაგვეხმაროს, თუმცა ეს თამაშზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. აღმაფრენითა და განსაკუთრებული მუხტით უნდა ვითამაშოთ. გვჭირდება, რომ თამაში ჩვენთვის სასურველ რიტმში წავიყვანოთ და ყველაფერი ისე გავაკეთოთ, როგორც ეს შეგვიძლია.

ვწუხვარ, რომ სათადარიგოთა სკამთან ვერ ვიქნები, თუმცა ხერმან ბურგოსის ბოლომდე მჯერა. ჩვენ ერთნაირად ვფიქრობთ და დიდი ხანია ერთად ვმუშაობთ.

„მარსელს“ შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, როგორც საფრანგეთში ასევე მის საზღვრებს გარეთ. შეიძლება ისინი ჩვენსავით დიდი ხანია ერთად არ მოდიან, მაგრამ უდიდესი ენთუზიაზმი აქვთ და ბევრს მუშაობენ. ასე რომ, ბრწყინვალე ფინალი იქნება“.

სავარაუდო შემადგენლობები uefa.com-ის მიხედვით:

მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - საკაი, რამი, ლუის გუსტავო, ამავი - ზამბო ანგისა, სანსონი - ტოვენი, პაიე, ოკამპოსი - ჟერმენი.

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ვრსალიკო, ხიმენესი, გოდინი, ლუკას ერნანდესი - გაბი, კოკე, საულ ნიგესი, კორეა - გრიზმანი, დიეგო კოშტა.

თამაშს ნიდერლანდელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება, რომელსაც 45 წლის ბიორნ კუიპერსი უხელმძღვანელებს.

კუიპერსს ევროპა ლიგის ფინალური მატჩის განსჯა მეორედ მოუწევს. მან 2013 წლის სატიტულო შეხვედრაში იმსაჯა, როცა "ჩელსიმ" "ბენფიკა" დაამარცხა.

ზოგადად, კუიპერსი დღესდღეობით ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და ავტორიტეტული რეფერია. მას საერთაშორისო კატეგორიის მსაჯის წოდება 2006 წელს მიანიჭეს, 2014 წელს კი "რეალსა" და "ატლეტიკოს" შორის ჩემპიონთა ლიგის ფინალს გაუძღვა. იგი მომავალ მუნდიალზეცაა მიწვეული.

 

მოამზადა ირაკლი ფოფხაძემ

Calciomercato-ს ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსი“ მადრიდის „ატლეტიკოს“ დაცვის ლიდერის დიეგო გოდინის შეძენას გეგმავს. რაოდენ გას...

ანტუან გრიზმანმა დიდი ხნის ფიქრის შემდეგ როგორც იქნა გადაწყვეტილება მიიღო და ფრანგი ფეხბურთელი მადრიდის "ატლეტიკოში" რჩება! გრიზმანმა ამის შესახებ თავ...

ანტუან გრიზმანი ქომაგების ნერვიულობას განაგრძობს. ფრანგი ფეხბურთელი „ატლეტიკოსა“ და „ბარსელონას“ გულშემატკივრებს ჭკუიდან შლის....

მადრიდის "ატლეტიკომ" ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა. "როხიბლანკოს" twitter-ის ოფიციალური გვერდი წერს, რომ მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწი...

სეზონის დასრულებასთან ერთად გუნდები სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას იწყებენ. მსოფლიო ჩემპიონატამდე და მისი დასრულების შემდეგ გრანდები ხმაურიან ტრანსფერ...

რამდენიმე დღის წინ ევროპულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს ანტუან გრიზმანმა თავისი მომავლის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და ის "ატლეტიკო...

გუშინ საფრანგეთის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში იტალიას უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. "მამლების" რიგებიდან გოლების ავტორები სამუელ უმტიტი, ანტუან...

"ბარსელონა" ხანგრძლივი მოლაპარაკებების დასრულებასთან ძალიან ახლოსაა და მალე ანტუან გრიზმანს ოფიციალურად გაიფორმებს. ერთი კვირის წინ გავრცელებული ინფორ...

ანტუან გრიზმანის ირგვლივ მიმდინარე მოვლენები ნელ-ნელა ბუნდოვანი ხდება და როგორც ჩანს, სატრანსფერო საგა მთელს ზაფხულს გასტანს. როგორც ბოლო დღეებში იყო ...

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის სიახლეები CRYSTALSPORT.GE-სგან...

rtl-ზე გადაცემა What If?-ის სტუმარი ლონდონის ''არსენალის'' ყოფილი მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი იყო. ლონდონის ''არსენალში'' გატარებული 22-წლიან...

ინგლისის ეროვნული ნაკრების მეკარე, ჯორდან პიკფორდი მიუნხენის „ბაიერნის“ ინტერესთა სფეროში მოექცა. გერმანელებს ჯერ ნაბიჯი არ გადაუდგამთ, თუ...

ბელგიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რობერტო მარტინესი ედენ აზარს „ჩელსის“ დატოვებას ურჩევს. „შესაძლოა, ახლა იდეალური დროს ი...

იტალიური „მილანის“ ახალი მფლობელი, ამერიკული კომპანია, „ელიოტი“ კლუბის მმართველ საბჭოში ცვლილებებს გეგმავს და შესაძლოა, თანამდ...

შარშანდელ სეზონში „ბარი“ სერია ა-ში გადმოსვლასთან ძალიან ახლოს იყო, „ბიანკოროსი“ ფლეი-ოფში „ჩიტადელას“ უპირისპირდე...

ისლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჰეიმერ ჰალგრიმსონმა საკუთარი სურვილით თანამდებობა დატოვა. 51 წლის ისლანდიელი სპეციალისტი ეროვნულ გუნდშ...

ხორხე სამპაოლის დათხოვნის შემდეგ, არგენტინის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებთან არაერთი სპეციალისტი დააკავშირეს, ბოლო დღეებში კი, პრესამ პოსტის დაკავების მთ...

MLS-ის სან ხოსემ ქართველი ფეხბურთელი გურამ კაშია წარადგინა. არნემის ვიტესში გატარებული რვაწლიანი პერიოდის შემდეგ ქართველი მცველი ვაკო ყაზაიშვილთან ერთ...

ტურინის "იუვენტუსმა" კრიშტიანუ რონალდუ ოფიციალურად წარადგინა. "ალიანც სთედიუმზე" გამართული პრესკონფერენციისას, პორტუგალიელმა „ვეკია სინიორაზე&ld...

ლონდონის "ჩელსიში" მაურიციო სარის ეპოქა დაიწყო! "არისტოკრატების" ახალი მთავარი მწვრთნელი, გამარჯვებებისთვის მზადაა და წარმატების მისაღწევად, რამდენიმე...

მოსკოვის სასამართლომ, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩზე, მოედანზე შეჭრის გამო 4-დან ერთ-ერთს 15 დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ვერონიკა ნიკულში...

საფრანგეთის ნაკრების მსგავსად, სამშობლოში გმირებივით მიიღეს ხორვატიის ნაკრებიც. ზლატკო დალიჩის გუნდი ზაგრების საერთაშირისო აეროპორტში დაეშვა, სადაც ად...

ჩეხური პრაღის ''სლავია'' 20 წლის ქართველ მეკარე გიორგი ჩოჩიშვილს ბოლნისის ''სიონში'' გაანათხოვრებს. crystalsport-ის ინფორმაციით ჩოჩიშვილი ბოლნისუ...

„იუვენტუსში“ გადასვლის შემდეგ კრიშტიანუს ხელფასი კვირაში 500000 ფუნტია, გაცილებით მეტს რონალდუ სარეკლამო კონტრაქტებიდან იღებს. პორტუგალიელ...

MLS-ის  “დისი იუნაიტედში'' გადასულ უეინ რუნის Pardon My Take-ში სტუმრობისას რონალდუსა და ლეო მესის შორის საუკეთესოს დასახელება სთხოვეს. რომ...

მსოფლიოს რიგით 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში, გუნდს გ...

ბელარუსული საფეხბურთო კლუბის ბრესტის ''დინამოს'' პრეზიდენტად ლეგენდარული ფეხბურთელი დიეგო არმანდო მარადონა დაინიშნა. არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთა...

რეკომენდებული სიახლეები
კონორ მაკგრეგორი, კვლავ კრიტიკის ობიექტად იქცა. ამჯერად იგი მსოფლიო ჩემპიონატზე ვლადიმირ პუტინის მისამართით გაკეთებული ფრაზის გამო გააკრიტიკეს. მუნდია...
16.07.2018
იტალიური საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი, კრიშტიანუ რონალდუ ტურინში დედა - მარია დოლორესთან, უფროს შვილთან და მეგობარ გოგო...
16.07.2018
საფრანგეთისა და ხორვატიის ფინალური მატჩი სანახაობრივი და დრამატული გამოდგა, რომელიც „მამლების“ სასარგებლოდ 4:2 დასრულდა. თასის აღმართვამდე...
16.07.2018
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის სიახლეები CRYSTALSPORT.GE-სგან...
16.07.2018
საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატი ისტორიაში მეორედ მოიგო, ფინალურ შეხვედრაში „მამლებმა“ 6 გოლიან თრილერში ხორვატიის ეროვნული გუნდი დაამარცხეს...
16.07.2018
ჯანლუიჯი ბუფონმა ახალი გუნდის, "პარი სენ ჟერმენის" მაისურით მზადება დაახლოებით 10 დღის წინ დაიწყო, გუშინ კი პირველი მატჩი გამართა, რომელშიც პარიზელები...
16.07.2018
საფრანგეთმა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ხორვატია 4:2 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. შეხვედრის შემდეგ მსოფლიოს წამყვანი სპორტუ...
16.07.2018
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
16.07.2018
უიმბლდონის 2018 წლის გათამაშება უკვე ისტორიის კუთნილებაა. ქალთა შორის ტიტული ანგელიკ კერბერმა მოიგო, მამაკაცთა თანრიგში კი ნოვაკ ჯოკოვიჩმა იპირველა. კ...
16.07.2018
ინგლისის ნაკრების წარმატებულმა სვლამ „ნისლიან ალბიონზე“ მომავლის რწმენა დააბრუნა. გარეტ საუთგეიტმა ბევრი მილოცვა მიიღო, თუმცა მათ შორის გა...
16.07.2018
მსოფლიოს რიგით 21-ე საფეხბურთო ჩემპიონატის გამარჯვებული, საფრანგეთის ეროვნული ნაკრები სამშობლოში დაბრუნდა. შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში, გუნდს გ...
17.07.2018
უკანასკნელი სიახლეები