პირლო იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს?
Aa
Aa

პირლო იტალიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში იმუშავებს?

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ რობერტო მანჩინი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე გუშინ წარადგინა. გამოცდილმა სპეციალისტმა ფედერაციასთან კონტრაქტი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის დასდრულებამდე გააფორმა, წლიური ხელფასის სახით კი დაახლოებით 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

"ჩემთვის ეს ყველაფერი ძალიან ემოციურია, რადგან ეროვნული ნაკრების გაწვრთნა რაღაც ჩვეულებრივი არაა.

ასევე გახარებული ვარ ჩემი მშობლების გამო, რომლებიც აღფრთოვანებულები არიან. ვფიქრობ, შენი ქვეყნის უპირველესი გუნდის ჩაბარება, ყველაზე დიდი გამოწვევაა, რაც შეიძლება მწვრთნელმა მიიღოს". - განაცხადა 53 წლის მანჩინიმ, რომელსაც აქამდე "ფიორენტინა", "ლაციო", "ინტერი", "სიტი", "გალათასარაი" და "ზენიტი" გაუწვრთნია.

Gazzetta dello Sport-ის ცნობით, დიდი შანსია, მანჩინის სამწვრთნელო შტაბს ვეტერანი ფეხბურთელი, ანდრეა პირლო შეუერთდეს. პირლომ კარიერა გასულ წელს დაასრულა და ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ სამწვრთნელო საქმიანობის დაწყების სურვილი აქვს.

ასევე თითქმის გადაწყვეტილია, რომ მანჩინი "სკუადრა აძურას" სამწვრთნელო შტაბში ყოფილ ასისტენტებს მიიწვევს, რომლებიც მას "ზენიტში" მუშაობისას ეხმარებოდნენ. ანჯელო გრეგუჩიმ, ფაუსტო სალსანომ და მასიმო ბატარამ რუსულ კლუბთან კონტრაქტები უკვე გაწყვიტეს და ნაკრების წინადადებას ელოდებიან. სავარაუდოდ, ამ ადამიანებს შტაბში ლელე ორიალიც შეუერთდება. 

რაც შეეხება ანდრეა პირლოს, მისი აქტიური ფეხბურთიდან გასაცილებელი მატჩი 21 მაისს, მილანში, "სან სიროზე" ჩატარდება. ამ შეხვედრაში კახა კალაძეცაა მიწვეული, მის გარდა კი "სან სიროზე" ფეხბურთის შემდეგი ვარსკვლავები ითამაშებენ:

მეკარეები: დიდა; მარკო სტორარი; კრისტიან აბიატი; ჯანლუიჯი ბუფონი.

მცველები: დანიელე ადანი; ანდრეა ბარძალი,; დანიელე ბონერა; ლეონარდო ბონუჩი; ფაბიო კანავარო; კაფუ; ჯორჯო კიელინი; ალესანდრო კოსტაკურტა; სერჟინიო; დარიო შიმიჩი; ჯანლუკა ძამბროტა; ჯუზეპე ფავალი; ჩირო ფერარა; ფაბიო გროსო; მარეკ იანკულოვსკი; შტეფან ლიხტშტაინერი; პაოლო მალდინი; მარკო მატერაცი; ალესანდრო ნესტა; მასიმო ოდო.

ნახევარმცველები: აიმო დიანა; ჯენარო გატუზო; ფრენკ ლამპარდი; ლეონარდო; კლაუდიო მარკიზიო; სიმონე პეპე; სიმონე პეროტა; მანუელ რუი კოშტა; კლარენს ზეედორფი; მარკო ვერატი; დემეტრიო ალბერტინი; მასიმო ამბროზინი; რობერტო ბარონიო; კრისტიან ბროკი; მაურო კამორანეზი; დანიელე დე როსი; ალესანდრო დიამანტი.

თავდამსხმელები: ფრანჩესკო ტოტი; ალესანდრო დელ პიერო; ალბერტო ჯილარდინო; ფილიპო ინძაგი; ლუკა ტონი.

ბილეთების ფასი 25 ევროა, რასაც სპეციალურად პირლოს გულშემატკივრისთვის შექმნილი მაისურები მოჰყვება. შეგროვილი თანხა ქველმოქმედებას მოხმარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები