კომიდან გამოსული სერ ალექსის პირველი სიტყვები
Aa
Aa

კომიდან გამოსული სერ ალექსის პირველი სიტყვები

ლეგენდარული შოტლანდიელი მწვრთნელის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკანასკნელ დღეებში მკვეთრად გაუმჯობესდა და ფერგიმ ოჯახთან საუბარიც შეძლო. “The Sun“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ფერგიუსონს იუმორის გრძნობა არც ასეთ რთულ სიტუაციაში დაუკარგავს და პირველი, რაც ოჯახის წევრებს კომიდან გამოსვლის შემდეგ ჰკითხა „დონკასტერის“ ამბები იყო: „ დონკასტერმა როგორ ითამაშა?“.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელის შვილი, დარენი, „როვერსის“ მწვრთნელია და ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ „დონკასტერს“ სეზონის ბოლო მატჩი „უიგანთან“ უნდა გაემართა. სამწუხაროდ დარენის გუნდი „ატლეტიკსთან“ 1-0 დამარცხდა. ფერგის შვილმა კი საკუთარი კლუბის უკანასკნელი შეხვედრა საავადმყოფოში ყოფნის გამო გამოტოვა.

გაზეთი ასევე ალექსის ოჯახთან დაახლოებული ერთ-ერთი წყაროს კომენტარს ავრცელებს:“ ტიპური სერ ალექსი... ის ფეხბურთის შესახებ ფიქრს არასდროს წყვეტს... ფერგი შედარებით ჯანმრთელად გამოიყურება და ექიმების პროგნოზიც იმედისმომცემია“.

შოტლანდიელმა ოჯახის წევრებთან საუბრისას ჩვეულ სტილში იხუმრა და ჩემპიონთა ლიგის ფინალზე წასვლის სურვილი გამოთქვა: „ მართალია, ასოციაციის თასის ფინალის გამოტოვება მომიწევს, მაგრამ კიევის შესახებ რას იტყვით“?

“The Sun“-თან საუბრისას კლუბის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა: „რა თქმა უნდა ფერგის ძალიან გაუხარდება 26 მაისს მისი ყოფილი ფეხბურთელის, კრიშტიანუ რონალდუს „ლივერპულის“ წინააღმდეგ ხილვა, მაგრამ არ მგონია ჯანმრთელობის მდგომარეობამ მას ფინალზე დასწრების საშუალება მისცეს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები