ქვილითაია ტურის სიმბოლურში - ავსტრიულმა მედიამ ქართველი გამოარჩია
Aa
Aa

ქვილითაია ტურის სიმბოლურში - ავსტრიულმა მედიამ ქართველი გამოარჩია

ავსტრიული ვენის ''რაპიდის'' ქართველი თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ORF Sport-ის ვერსიით ბუნდესლიგის 33-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა.  24 წლის ქართველმა ფორვარდმა ავსტრიის ჩემპიონატის გასულ ტურში ''ლინცს'' გაუტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონის ბუნდესლიგაში 29 მატჩში 10 გოლი შეაგდო.

გიორგი ქვილითაიას გოლი ''ლინცთან''

 33-ე ტურში ''ლინცთან'' გასვლით შეხვედრაში 41-ე წუთზე მურგის საგოლე გადაცემით ქვილითაიამ ისარგებლა და მიმდინარე სეზონში ავსტრიის ჩემპონატში მე-10 გოლი შეაგდო. მატჩის არბიტრმა 55-ე წუთზე ქვილითაია გააფრთხილა. 88-ე წუთზე ქართველი შემტევი შეცვალეს.

 

თბილისის ''დინამოს'' ყოფილმა ფორვარდმა ''რაპიდის'' მაისურით ჩატარებულ უკანასკნელ 8 შეხვედრაში 8 გოლი გაიტანა. 2016 წლიდან ''რაპიდის'' ფეხბურთელია. ავსტრიული გუნდის მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 67 მატჩში 22 გოლი შეაგდო (17 - ბუნდესლიგა, 4 - ავსტრიის თასი, 1 - ევროპა ლიგა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები