Aa
Aa

"თიხნარის მეფე" შეუჩერებელია!

რაფაელ ნადალი ბარსელონას 500-იანი ტურნირის გამარჯვებული თავის კარიერაში მეთერთმეტედ გახდა.

ნადალმა წინა კვირას მონტე კარლოს მასტერსზე იმარჯვა, განვლილ ტურნირზე კი რობერტო კარბალეს ბაენას, გილერმო გარსია ლოპესს, მარტინ კლიჟანსა და დავიდ გოფენს მოუგო, რითაც ფინალში ახალგაზრდა ბერძენ სტეფანოს ციციპასზე გავიდა, რომელიც 19 წლისაა და ATP-ს ტურნირის ფინალში პირველად თამაშობდა.

ფინალური შეხვედრა „მატადორის“ ულაპარაკო უპირატესობით წარიმართა და მისივე მარტივი გამარჯვებით 6:2; 6:1 დასრულდა.

ნადალმა კარიერაში ATP-ს 77-ე ტიტული მოიგო, რომელთაგანაც 55 გრუნტის საფარზე მოიპოვა.

მსოფლიო რეიტინგში ნადალი როჯერ ფედერერს ისევ 100 ქულით უსწრებს, რითაც კლასიფიკაციის პირველ პოზიციას ინარჩუნებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები