Aa
Aa

თოკოს 8 ქულა და დასანანი მარცხი "ვალენსიასთან"

ესპანეთის ჩემპიონატის რიგით 27-ე ტურში დასანანი მარცხი განიცადა თორნიკე შენგელიას „ბასკონიამ“. ბასკები სტუმრად „ვალენსიასთან“ 4 ქულიანი სხვაობით 81-77 დამარცხდნენ.

წაგებული პირველი მეოთხედის შემდეგ თოკოს გუნდმა მეორე მეოთხედი 8 ქულიანი სხვაობით მოიგო და შესვენებაზე 3 ქულიანი უპირატესობით გავიდა. „ვალენსიამ“ მობილიზაცია ბოლო მეოთხედში მოახერხა და აღნიშნული პერიოდი 26-19 მოიგო.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა პარკეტზე 19:56 წუთი დაჰყო, რა დროშიც 8 ქულა, 2 მოხსნა და 1 გადაცემა მიითვალა. თოკომ 7-დან 3 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო გამოიყენა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე „ვალენსიელი“ ბოიან დუბლევიჩი გახდა, რომელმაც 20 ქულასთან ერთად აქტივში 7 გადაცემა ჩაიწერა. 13 ქულა გუნდს ვან როსომმა შესძინა, ხოლო სათადარიგო სკამიდან გრინმა შეხვედრა 12 ქულით დაასრულა.

ბასკთა მხრიდან პოირიე 15 ქულით გამოირჩა. როდრიგო ბობოამ კი გუნდს 13 ქულა შესძინა.

„ბასკონია“ ამ მარცხის შემდეგ მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა და „ვალენსიას“ მხოლოდ 1 მოგებით უსწრებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები