54 წამიანი სასწაული -
Aa
Aa

54 წამიანი სასწაული - "მესის დაავალეს, რომ სისწრაფე ხშირად არ შეეცვალა"

„სევილიასთან“ მატჩის შემდეგ ქომაგები ლეო მესის გენიოსობის შესახებ კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ.

შაბათს, „რამონ სანჩეს პისხუანზე“ მორიგი დაუვიწყარი სპექტაკლი ვიხილეთ. 86-ე წუთისთვის „ბარსელონა“ 0:2-ს აგებდა, საბოლოოდ კი კატალონიელებმა შეხვედრა ფრედ 2:2 დაასრულეს და ეს სულ რაღაც 54 წამში შეძლეს.

„ბარსელონას“ 54 წამიან სასწაულში მესის წვლილი შეუმჩნეველი რა თქმა უნდა არ დარჩენილა.

არგენტინელი ათიანი მოედანზე შემოსვლის მომენტიდან, ბოლო წუთამდე დასეირნობდა. ამ დროს მთელი გუნდი ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდა.

Sky Sports-ის ესპანელმა მიმოხილველმა გილემ ბალაგემ „სევილიასთან“ შეხვედრაში მესის როლზე ისაუბრა.

„ლეოს, „სევილიასთან“ მატჩისთვის ორი ინსტრუქცია ჰქონდა მიცემული და ეს მისი მცირე ტრავმით იყო გამოწვეული. მესის უბრალოდ კუნთები აქვს გადაღლილი.

რისკის თავიდან ასარიდებლად მესის დაავალეს, რომ გრძელი დრიბლინგებისგან თავი შეეკავებინა და სისწრაფე ხშირად არ შეეცვალა. მას ერთ ტემპში უნდა ერბინა.

სუარესის გოლის შემდეგ როგორც ჩანს ლეოს ჯეროდა, რომ მათ მეორე შანსიც მიეცემოდათ და ამიტომ მოედნის ცენტრში სეირნობას განაგრძობდა.

მესიმ ტემპს მხოლოდ მაშინ მოუმატა, როცა მეორე გოლი გაიტანა".

მესი სევილიას წინააღმდეგ

არამარტო "სევილიასთან" მატჩში და არამარტო ტრავმის დროს, ზოგადად ბოლო სეზონებში მესი საკმაოდ ცოტას დარბის, მაგრამ სიჩქარეს საჭირო მომენტში უმატებს.

წლევანდელი სეზონის სტარტიდან  მესიმ მოედნის ცენტრში შემოიწია და საბოლოოდ ნახევარმცველად ქიქცა. ამ ნაბიჯის შემდეგ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არგენტინელმა ასაკთან ადაპტირების იდეალურ გზას მიაგნო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები