რაიან კოლკლოუს ისტორია! ფეხბურთელი, რომელმაც დუბლი მიითვალა, მოედანი საკუთარი ნებით დატოვა და
Aa
Aa

რაიან კოლკლოუს ისტორია! ფეხბურთელი, რომელმაც დუბლი მიითვალა, მოედანი საკუთარი ნებით დატოვა და "სიტი" დაამარცხა

„უიგანისთვის“ „მანჩესტერ სიტისთან“ მოგებული სათასო დაპირისპირება სეზონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა. თუმცა „ატლეტიკსის“ ფორვარდს - რაიან კოლკლოუს ბედნიერება გაცილებით ადრე ეწვია.

ნოემბერში, „დონკასტერთან“ მატჩში რაიანი საკუთარ ნახევრისკენ მიემართებოდა, როდესაც მაყურებელთა რიგებში მამამისი დაინახა: „მამაჩემმა, რაღაც მანიშნა და მაშინვე მივხვდი, რომ საქმე ჩემს ცოლს ეხებოდა. გავაანალიზე, რომ სულ მალე მამა გავხდებოდი! მე კიდევ ნაცვლად სტეფანის გვერდით დგომისა სტადიონზე ვიყავი და ფეხბურთს ვთამაშობდი. მაშინვე სათადარიგო სკამისკენ გავიქეცი და მწვრთნელს შეცვლა ვთხოვე“.

ერთი საათის შემდეგ კოლკლოუ „უარინგტონის“ საავადმყოფოს სამშობიაროში საკუთარ ახალდაბადებულ ბიჭთან ერთად „უიგანის“ ფორმით ოფლიანი და ტალახიანი იდგა. „საავადმყოფოს პერსონალი გაოცებული მიყურებდა, თუმცა, როდესაც ჩემი შვილის დანახვით გაბრწყინებული სახე დაინახეს, ალბათ მათთვის ყველაფერს მიხვდნენ. ცვლილების შემდეგ მხოლოდ ბუცების გახდა და ხელების დაბანვა მოვასწარი, ვცდილობდი სტეფის გვერდით ვყოფილიყავი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს გამომივიდა“.

23 წლის კოლკლოუმ „დონკასტერთან“ მატჩში ცვლილებამდე დუბლის შეასრულა. არავინ იცის, რას იზამდა მწვრთნელი თუ შეხვედრაში ანგარიში „უიგანის“ სასარგებლოდ არ იქნებოდა. თუმცა რაიანს მიაჩნია, რომ „ატლეტიკის“ თავკაცის გადაწყვეტილება ყველა სიტუაციაში ერთი და იგივე იქნებოდა. „უიგანში ყველა ერთმანეთთან ახლოს ვართ, ნებისმიერისთვის ოჯახი ნომერ პირველი პრიორიტეტია და სწორედ ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს ანგარიშს, დარწმუნებული ვარ პოლ კუკის პოზიცია ყველა შემთხვევაში იგივე იქნებოდა“.

ზედიზედ სამი პრემიერლიგის გუნდის დამარცხების შემდეგ „უიგანს“ ასოციაციის თასის მეოთხედფინალში მეტოქედ „საუთჰემპტონი“ ერგო. „ატლეტიკის“ ახალგაზრდა ვარსკლავი ამ ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა: „ჩვენ პატივს ვცემთ „წმინდანებს“, მაგრამ მათი არ გვეშინია. „სიტისთან“ მატჩში დავამტკიცეთ, რომ ამ ეტაპზე გასვლა შემთხვევითობა არ ყოფილა. „საუთჰემპტონთან“ შეხვედრას დიდი ინტერესით ველით და იმედი გვაქვს შემდეგ ეტაპზე გავაღწევთ“.

გულშემატკივართა გარკვეული ნაწილისთვის „სიტი“ – „უიგანის“ დაპირისპირება დელფის გაძევებით და გუარდიოლას რეაქციით ორმაგად დასამახსოვრებელი გახდა. შეგახსენებთ, რომ პირველი ტაიმის შემდეგ პეპს გასახდელში „უიგანის“ მწვრთნელთან - პოლ კუკთან მოუვიდა სიტყვიერი შელაპარაკება.

 

რაიანმა ინტერვიუში აღნიშნულ საკითხზეც ისაუბრა: „შესვენებისას ორივე გუნდის თავკაცი გაბრაზებული იყო და დაპირისპირებაც სწორედ ამან გამოიწვია, ჩვენ მაქს პაუერის ჯანმრთელობაზე ვფიქრობდით, ხოლო „მანჩესტერელები“ გადაწყვეტილებით იყვნენ უკმაყოფილო. სიტყვიერი შეურაცხყოფის შემდეგ ვფიქრობ ორივე მწვრთნელმა პრობლემა ცივილური გზით მოაგვარა და თამაშიც უპრობლემოდ გაგრძელდა“. 

კოლკლოუ სტოკში გაიზარდა და ბავშვობაში „მანჩესტერ იუნაიტედის“ დიდი გულშემატკივარ იყო, რაიანის კარიერა „პორტ ვეილში“ დაიწყო, 2016 წელს კი იგი „უიგანის“ რიგებში გადავიდა. წლევანდელ სეზონში „ატლეტიკის“ მთავარი მიზანი „ლიგა ჩემპიონშიპში“ გადასვლაა.

რაიანისთვის კი „სიტისთან“ გამარჯვებაზე მნიშვნელოვანი ბავშვის დაბადებაა და მიაჩნია, რომ მის საფეხბურთო კარიერაში კიდევ ბევრი წარმატებული მომენტი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები