Aa
Aa

მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“ „ენსი სტეიტი“ დაამარცხა

“March Madness“-ის პირველ რაუნდში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა სანდრო მამუკელაშვილის „სეტონ ჰოლმა“. „მეკობრეები“ „ენსი სტეიტს“ კანზასში დაუპირისპირდნენ და 11 ქულიანი სხვაობით იმარჯვეს.

მატჩი „სეტონ ჰოლის“ უპირატესობით დაიწყო  და „მეკობრეები“ შესვენებაზე 10 ქულიანი უპირატესობით გავიდნენ. მეორე ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და საბოლოოდ შეხვედრა „მეკობრეების“ გამარჯვებით 94-83 დასრულდა.

„სეტონ ჰოლს“ კარინგტონმა ულიდერა 26 ქულით, სათადარიგო სკამიდან 20 ქულა შესძინა გუნდს დესი როდრიგეზმა. ორმაგი დუბლი მიითვალა ისმაინ სანოგომ - 10 ქულა, 10 მოხსნა. რაც შეეხება სანდრო მამუკელაშვილს, ქართველმა პარკეტზე 12 წუთი დაჰყო, რა დროშიც 2 მოხსნისა და 1 გადაცემის მოგროვება მოახერხა.

„ენსი სტეიტის“ რიგებში ალერიკ ფრიმენი გამოირჩა 36 ქულით. ორმაგი დუბლი მიითვალა ტორინ დორნმა - 18 ქულა, 12 მოხსნა.

შეგახსენებთ, რომ „მეკობრეები“ მარტის სიგიჟის“ მეორე რაუნდში შუა-დასავლეთის რეგიონში პირველ ნომრად განთესილ - „კანზასს“ დაუპირისპირდებიან. "ჯეიჰოუქსმა" პირველ რაუნდში "პენ სტეიტი" 16 ქულიანი სხვაობით 76-60 დაამარცხა. მატჩის დაწყების ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები