ემერი:
Aa
Aa

ემერი: "ის ოპერაციას არ იკეთებს" - ნეიმარს "რეალთან" თამაშის შანსი ისევ აქვს

"პსჟ"-ს ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ დღეს L'equipe-სთან საუბრისას ნეიმარის მდგომარეობაზე ჟურნალისტებს სიმართლე გაუმხილა და ბოლოს გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა.

"ეს მართალი არ არის. ის ოპერაციას არ იკეთებს. ნეიმარს კიდევ დააკვირდებიან და საბოლოო გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ. დღეს მე ექიმებს მეორედ ვესაუბრე და მინდა გითხრათ, რომ ნეიმარს "რეალთან" მატჩისთვის მოედანზე გასვლის მცირე შანსები ჯერ კიდევ აქვს".

შეგახსენებთ, რომ დღეს ესპანურმა AS-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თითქოს ნეიმარი ფეხზე ოპერაციის გაკეთებას გეგმავდა, რომლის შემდეგაც ის მოედანზე 2 თვე ვერ გავიდოდა. ეს ყველაფერი კი მსოფლიო ჩემპიონატზე ყოველგვარი საფრთხისა და დისკომფორტის გარეშე თამაშისთვის იყო დაგეგმილი.

საბოლოოდ, ხსენებული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა. ვნახოთ, რამდენად მოასწრებს ბრაზილიელი ფეხბურთელი 6 მარტამდე მწყობრში ჩადგომას

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები