ანრი:
Aa
Aa

ანრი: "არსენალში მუშაობას არ გამოვრიცხავ"

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი ტიერი ანრი სამწვრთნელო კარიერის პირველ ნაბიჯებს დგამს.

როგორც მოგეხსენებათ, ანრი ბელგიის ნაკრებში რობერტო მარტინესის თანაშემწედ მუშაობს და რა თქმა უნდა, ის ამაზე გაჩერებას არ აპირებს.

BBC-სთან საუბარში ანრიმ არ დამალა, რომ მას ერთ დღეს "არსენალის" გაწვრთნა სურს.

"არსენალში მუშაობას არ გამოვრიცხავ, მაგრამ ამჟამად ბელგიის ნაკრების წევრი ვარ და ამ ეტაპზე საუბრისგან თავს შევიკავებ. დაინტერესება? ვინ არ იქნება ასეთ გუნდში მუშაობით დაინტერესებული?"

ბრიტანული პრესა არსენ ვენგერის ლონდონურ კარიერას პრაქტიკულად დასრულებულად თვლის და ზაფხულში ფრანგ სპეციალისტს გუნდიდან წასვლას უწინასწარმეტყველებენ.

ვენგერის სავარაუდო შემცვლელად კარლო ანჩელოტი და პეპ გუარდიოლას თანაშემწე ესპანელი მიკელ არტეტა სახელდება, რომელმაც კარიერა სწორედ "არსენალში" დაასრულა.

იმ შემთხვევაში, თუ "მეთოფეები" პრემიერლიგის ოთხეულს მიღმა წელსაც დარჩებიან და პლიუს ევროპა ლიგის მოგებასაც ვერ შეძლებენ, 99%-ით შეიძლება ითქვას, რომ ვენგერს კარისკენ მიუთითებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები