ლამი: „ბაიერნი“ „ბუნდესლიგის“ მოგების მთავარი ფავორიტია
Aa
Aa

ლამი: „ბაიერნი“ „ბუნდესლიგის“ მოგების მთავარი ფავორიტია

„ბაიერნის“ მცველმა ფილიპ ლამმა განცხადა, რომ გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მიუნხენელებს ხუთი კონკურენტი ჰყავს. ამავე დროს ლამმა აღნიშნა, რომ „ბაიერნი“ წელსაც მთავარი ფავორიტია.

„ვფიქრობ, რომ „ბაიერნს“ გერმანიის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მარტო ერთი კონკურენტი არ ეყოლება. ჩემპიონობისთვის ხუთი გუნდი იბრძოლებს, თუმცა ვნახოთ რომელი მათგანი შეძლებს გაუძლოს ჩვენს ტემპს. ყურადღება უნდა მოვიკრიბოთ და ქულების დაგროვება დავიწყოთ. „ბაიერნი“ ყოველთვის იყო და იქნება მთავარი ფავორიტი“ - განაცხადა ლამმა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები