მხითარიანი იქა, სანჩესი აქა...
Aa
Aa

მხითარიანი იქა, სანჩესი აქა...

ალექსის სანჩესის სატრანსფერო საგა დასრულდა და იგი ოფიციალურად „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი გახდა.

„წითელმა ეშმაკებმა“ ჩილელის სანაცვლოდ 40 მილიონი ევრო გადაიხადეს, რასაც ჰენრიხ მხითარიანის სატრანსფერო ფასიც ემატება.

მხითარიანი ბოლო დღეებია ლონდონშია და „არსენალთან“ კონტრაქტის დეტალებს ათანხმებს, მისი „მეთოფეების“ რიგებში გადასვლა დღე-დღეზე ოფიციალურად გამოცხადდება.

რაც შეეხება სანჩესს, მან „იუნაიტედთან“ ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გააფორმა, რომლის მიხედვითაც წლიურ ხელფასად 24 მილიონ ევროს მიიღებს.

სამხრეთ ამერიკელი ვარსკვლავის „იუნაიტედში“ ყოფნისას გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები