ვარჯიშზე მხითარიანი
Aa
Aa

ვარჯიშზე მხითარიანი "მანჩესტერელ" თანაგუნდელებს დაემშვიდობა

MailOnline-ს ინფორმაციით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ბოლო ვარჯიშზე ჰენრიხ მხითარიანი თანაგუნდელებს ემოციურად გამოემშვიდობა.

ბრიტანული პრესის ცნობით, ეს ფაქტი  იმას ადასტურებს, რომ სომეხი ფეხბურთელი კარიერას ლონდონის "არსენალში" განაგრძობს, ხოლო ალექსის სანჩესი "მანჩესტერ იუნაიტედს" შეუერთდება.

გავრცელებული ინფორმაციით, მხითარიანმა "მეთოფეებთან" პირადი კონტრაქტის დეტალები უკვე შეათანხმა და მისი ყოველკვირეული ანაზღაურება იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ეს "იუნაიტედში" იყო. "წითელ ეშმაკებში" მას კვირაში 140 ათასი ფუნტი ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ ჰენრიხ მხითარიანთან ერთად, "არსენალი" პიერ ემერიკ ობამეიანგის დამატებასაც გეგმავს და მიზანთან საკმაოდ ახლოსაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები