Aa
Aa

"რონალდუ, თუ მესი?" რომელს და რატომ აიყვანდა თავის გუნდში პელე

ფეხბურთის მეფედ წოდებულმა პელემ, პრესასთან საუბრისას რონალდუსა და მესიზე ისაუბრა და მათ შორის ერთ-ერთი დაასახელა, რომელსაც თავის გუნდში ათამაშებდა, არჩევანის საშუალება რომ ჰქონდეს.

"რონალდუ, თუ მესი? ჩემს გუნდში ერთ-ერთი მათგანის აყვანის უფლება, რომ მქონდეს? მე მესის ვირჩევ. არგენტინელს მნიშვნელოვანი გოლები გააქვს, ამავდროულად შეტევების წამოწყება და მისი წარმართვაც შეუძლია. ის ასევე შესანიშნავ საგოლე გადაცემებსაც აკეთებს. ჩემს გუნდში სწორედ მის ყოფნას ვინატრებდი.

ერთი რამ კი უდაოდ სამწუხაროა - ჩვენ დღეს არჩევანის გაკეთება მხოლოდ ორ ფეხბურთელს შორის გვიწევს. ადრე იყო დრო, როცა ერთ ეპოქაში კრუიფი, მარადონა, ზიკო და სხვა დიდი ფეხბურთელები ასპარეზობდნენ. დღეს კი სხვა ვითარებაა და ასე აღარ გახლავთ".

შეგახსენებთ, რომ რონალდუსა და მესის უამრავ ტიტულთან ერთად 5-5 ოქროს ბურთი აქვთ მოგებული. დიდი ალბათობით, 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მათ სანაკრებო კარიერაში უკანასკნელი ტურნირი იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები