8 წლიანი ფლირტი რძალთან -
Aa
Aa

8 წლიანი ფლირტი რძალთან - "სამაგალითო უნდა ყოფილიყო, მან კი ზურგში დანა ჩასცა"

რამდენიმე დღის წინ, "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელი რაიან გიგზი უელსის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

ამ ფაქტს გამოეხმაურა გიგზის მამა დენი უილსონი, რომელმაც Sun-თან საუბრისას საკმაოდ ხმამაღალი განცხადება გააკეთა და თქვა, რომ საკუთარი შვილის გამო რცხვენია, რადგან ის, წლების განმავლობაში თავისი უმცროსი ძმის ცოლთან სექსუალური ურთიერთობით იყო დაკავებული.

"მსოფლიოში ყველაზე ამაყი მამა უნდა ვიყო იმის გამო, თუ რამდენს მიაღწია მან კარიერაში, მაგრამ მე შერცხვენილი ვარ. მისი სახელის წარმოთქმაც კი მიჭირს. მას ექს-ფეხბურთელად მოვიხსენიებ.

როგორც უფროსი ძმა, ის როდრისთვის სამაგალითო უნდა ყოფილიყო, მან კი ზურგში დანა ჩასცა. შემდეგ, ბოდიშის მოსახდელად გამბედაობაც არ ეყო.

ის მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავს. მას ბიზნესი და სატელევიზიო კარიერა აინტერესებს. როცა, ტელევიზორში გამოჩნდება, ვთიშავთ ხოლმე.

ახლა ის უელსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლავთ. ამ პოსტზე დანიშნულ პიროვნებას საზოგადოება პატივს უნდა სცემდეს. ის ჩემი შვილია და მასზე საუბრისას თვალზე ცრემლები მადგება, როდესაც ვამბობ, რომ ჩვენ მას პატივს არ ვცემთ და არ გვაინტერესებს, თუ რას აკეთებს.

ადრე ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვიყავით, მაგრამ ამ ისტორიის გასაჯაროების გამო, მან მე შემიძულა".

რაინ გიგზისა და მისი უმცროსი ძმის მეუღლის ნატაშას სასიყვარულო ურთიერთობა 2003 წელს დაიწყო და 8 წლის განმავლობაში გაგრძელდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები