Aa
Aa

"რეალის" პოზიცია - ხელფასის გაზრდა? - თუ არ გინდა წადი...

მადრიდული Marca-ს ინფორმაციით, კრიშტიანუ რონალდუს ხელფასის გაზრდა სურს და ამის შესახებ „რეალის“ ხელმძღვანელობას შეატყობინა.

პორტუგალიელ ვარსკვლავს უნდა, რომ დაახლოებით ისეთივე ანაზღაურება ჰქონდეს, როგორიც ლიონელ მესისა და ნეიმარს აქვთ - ისინი წლიურად დაახლოებით 40 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ.

მეორე მხრივ, ბრიტანული Skysports-ი წერს, რომ "რეალი" კრიშტიანუს გაშვების წინააღმდეგი არაა.

გამოცემის გავლენიან ჟურნალისტ გილემ ბალაგის „ბლანკოსის“ სასარგებლოდ, მთავარ არგუმენტად ფეხბურთელის ასაკი და მისი კონტრაქტის ხანგრძლივობა მოჰყავს.

რონალდუ ამჟამად 33 წლისაა, მისი ხელშეკრულება 2021 წლამდეა გათვლილი, რა დროსაც სუპერვარსკვლავი 36 წლის იქნება.

დღეს რამდენიმე გამოცემამ რონალდუს მოკლე კომენტარი გაავრცელა.

 

„კლუბში ყოველდღე მეუბნებიან, რომ ამ საკითხზე ხელმძღვანელობა ხვალ დამელაპარაკება. საქმე არა ფულში, არამედ სტატუსსა და დამოკიდებულებაშია“.

კრიშტიანუ „ბლანკოსის“ რიგებში 2009 წლიდან ასპარეზობს და მისი მაისურით ჩატარებულ 418 შეხვედრაში 422 გოლი აქვს გატანილი.

მას „რეალთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები