პერესის გეგმა - ნეიმარი
Aa
Aa

პერესის გეგმა - ნეიმარი "რეალში" და რონალდუ "პსჟ"-ში?

მადრიდული AS-ის ინფორმაციით, „რეალი“ ნეიმარის შესაძენად ყველა ღონესა და რესურსს გამოიყენებს.

როგორც გამოცემა წერს, „სამეფო კლუბი“ სატრანსფერო შეთავაზებაში თვით კრიშტიანუ რონალდუს ჩართვას აპირებს, რომელთან ერთადაც „პსჟ“ სოლიდურ თანხასაც მიიღებს.

ჯერჯერობით, ეს ცნობა კულუარული სახისაა და სიმართლეს ნაკლებად ჰგავს, რადგანაც რონალდუს პოზიციიდან თუ ვიმსჯელებთ, ძნელი წარმოსადგენია, ამ მასშტაბების სუპერვარსკვლავმა მსგავს გარიგებაში სათადარიგო როლი შეასრულოს.

მადრიდელები ამ მეგატრანსფერზე აქტიურად ამუშავებას ზაფხულში გეგმავენ.

უნდა ითქვას, რომ თავის მხრივ, რამდენიმე კვირის წინ ნეიმარის გასხვისება „პარი სენ ჟერმენის“ მფლობელმა ნასერ ალ-ხელაიფიმ კატეგორიულად გამორიცხა.

მეორე მხრივ, იწერება ისიც, რომ თავად კრიშტიანუს არა „პსჟ“-ში, არამედ „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა სურს.

პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ კარიერის ბოლო წლების გასატარებლად მისი ყოფილი კლუბი იდეალური ადგილია და მან ამის შესახებ რამდენიმე თანაგუნდელს უკვე მოახსენა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები