კალაძე გატუზოს: "გილოცავ ძმაო"
თბილისის მერი და წარსულში "მილანის" ფეხბურთელი კახა კალაძე "როსონერის" ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელს და მის ყოფილ თანაგუნდელს, ჯენარო გატუზოს დაბადების დღეს ულოცავს.
"მილანის" თავკაცს დაბადების დღე 9 იანვარს ჰქონდა და 40 წელი შეუსრულდა.
კალაძემ გატუზოს "ინსტაგრამით" მიულოცა და მიაწერა: "გილოცავ დაბადების დღეს, ძმაო".
შეგახსენებთ, რომ კალაძე და გატუზო 2001-2010 წლებში "მილანის" ღირსებას ერთად იცავდნენ.