კარაგერი:
Aa
Aa

კარაგერი: "გვარდიოლა პრემიერლიგას "მანჩესტერსაც" მოაგებინებდა"

"ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად Sky Sports-ის მიმოხილველმა ჯეიმი კარაგერმა Telegraph-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ჟოზე მოურინიო მკაცრად გააკრიტიკა და მისი პოზიცია არგუმენტებითაც გაამყარა.

"ჟოზე ამბობს, რომ "სიტი" ტრანსფერებისთვის უფრო მეტ ფულს ხარჯავს. თუმცა, ჩემი აზრით პეპ გვარდიოლა, რომ "იუნაიტედს" ხელმძღვანელობდეს პრემიერლიგას მათაც მოაგებინებდა.

არ ვთვლი, რომ "მანჩესტერს" "სიტიზე" ნაკლებად ძლიერი შემადგენლობა ჰყავს. თუ გსურთ ისინი სათითაოდ შეადარეთ და ამაში თავადაც დარწმუნდებით. "იუნაიტედმა" თავის დროზე მსოფლიო სატრანსფერო რკეორდიც მოხსნა, როცა პოლ პოგბა შეიძინა. შემდეგ იყო ლუკაკუ, რომელიც გასულ სეზონში პრემიერლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

"წითელმა ეშმაკებმა", როცა ენტონი მარსიალი შეიძინეს მაშინ ის უფრო პოპულარული იყო, ვიდრე შარშან ლეროი სანე, რომელიც "ქალქელებმა" დაიმატეს.

მოურინიოს წუწუნი გაუმართლებელია, ის სწორად არ იქცევა. ჟოზე ამბობს, რომ მოთამაშეები ტაქტიკურად მის დავალებებს ვერ ასრულებენ. გვარდიოლა სხვაგვარად მოიქცეოდა.

"მანჩესტერს" ბევრი ვარსკვლავი ჰყავს, რომლებიც "ოლდ ტრაფორდზე" გადმოსვლამდეც უმაღლეს დონეზე თამაშობდნენ, მაგალითად ლუკაკუ, მხითარიანი და პოგბა. ისმის მთავარი კითხვა - პროგრესირებენ ისინი მოურინიოს ხელში?

"სიტი" იმიტომ ლიდერობს, რომ ფეხბურთელები პეპის ხელში პროგრესს განიცდიან. ისინი ახალგაზრდები და ნიჭიერები არიან, მოურინიოს კი ურჩევნია, რომ აქცენტი უკვე შემდგარ ვარსკვლავებზე გააკეთოს.

თუ, გსურს, რომ ახალი გუნდი ააშენო, მაშინ მწვრთნელად მოურინიო არ უნდა დანიშნო. პორტუგალიელი, რომ "სიტის" ხელმძღვანელობდეს, ახლა ისინი ასეთი დონის ფეხბურთს ვერ ითამაშებდნენ".

საინტერესოა, თუ რა პასუხს გასცემს მოურინიო კარაგერს. ასეთი კრიტიკის შემდეგ, პრაქტიკულად წარმოუდგენელია, რომ ჟოზემ ეს ყველაფერი წყნარად გაატაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები